რომის ინტერპოლმა ავტობიზნესით დაკავებული ქართველების თაღლითური ჯგუფი დააკავა
სამართალი - 10:02, 27 Mar, 2015     3934

თბილისის და რომის ინტერპოლის ბიუროების თანამშრომლობის შედეგად იტალიაში თაღლითური დაჯგუფების წევრები დააკავეს.

საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სსკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით, დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, იძებნებოდნენ 1982 წელს დაბადებული თამარ კობერიძე და 1967 წელს დაბადებული იოსებ მეზვრიშვილი.

2013 წელს თამარ კობერიძემ, იოსებ მეზვრიშვილთან ერთად, იტალიიდან ავტომობილების საქართველოში იმპორტის მიზნით დააფუძნა შპს „იტალავტო“. კომპანიის დამფუძნებლები თაღლითური განზრახვით კლიენტებს სთავაზობდნენ შემცირებულ ფასებს, მოსალაპარაკებლად იყენებდნენ კომერციულად მოსახერხებელ საშუალებას და მეტი სანდოობისთვის SKYPE-ის საშუალებით ახორციელებდნენ იტალიაში არსებული ავტომობილების საქართველოში პოტენციური მყიდველებისათვის ჩვენებას. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ოქტომბრამდე თამარ კობერიძემ და მისმა თანამზრახველმა იოსებ მეზვრიშვილმა გააფორმეს საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულება 21 კლიენტთან და თაღლითურად მიითვისეს დაახლოებით 180 000 ევროს ოდენობის თანხა, რის შედეგადაც დაზარალებულებს მიადგათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ აღნიშნული პიროვნებები წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნაში 2015 წლის 10 მარტს გამოცხადდნენ. თბილისის ინტერპოლის მიერ ინტერპოლის წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა თამარ კობერიძის და იოსებ მეზვრიშვილის ლოკალიზების და დაკავების მიზნით. ჩატარებული სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ხსენებული პიროვნებები იტალიაში იმყოფებოდნენ.

თბილისის ინტერპოლის მოთხოვნის საფუძველზე, იტალიაში, ქალაქ რობერბელაში დაკავებულ იქნენ თამარ კობერიძე და იოსებ მეზვრიშვილი. ამჟამად მათ მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42