„ძირითადად ინფორმაცია მივაწოდე მე, მათი კითხვები იყო როგორც წესი სულელური, მაგალითად რატომ არ მაქვს თან მობილური ტელეფონი, მაქვს თუ არა სურვილი რომ ის დაათვალიერონ, ალბათ შიგნით ჩიპი ჩადონ და ასე შემდეგ.
სხვა მხრივ დაინტერესება რამე სერიოზული გამოძიებას არ ქონია, მხოლოდ გამოსჭვიოდა ინტერესი, რომ როგორმე გახლართონ ამ საქმეში ან პატიოსანი პოლიციელი რუსლან ბაზიაშვილი ან დავით მანჯავიძე, რომელსაც ქურდების წარმომადგენლებმა მანქანა დაუწვეს, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის გამოძიების ინტერესი.
ერთი რამე ჩანდა აშკარად, იმ დავალების მიხედვით, რომელიც ტელევიზორიდან მიიღეს, იმ ბიჭისგან, რომელიც საოცრებებს აფრქვევდა პრესკონფერენციაზე , იმის მიხედვით ცდილობენ რომ საქმე მის დავალებებს მიუსადაგონ“- განაცხადა თარგამაძემ.
დეპუტატის თქმით, მან პროკურატურას იმ მაღალჩინოსნების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია , რომლებიც ქურდულ სამყაროსთან კავშირში არიან.
„აქ არის ლაპარაკი პრემიერ მინისტრის დაცვის უფროსზე, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის დაცვის უფროსზე, ეს არის აჭარის საპატრულო სამსახურის ყოფილი უფროსი, აჭარის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, მათი ზოგიერთი მოადგილე, ეს არის სასჯელარსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დარბაისელი, რომელმაც შექმნა საერთოდ ეს სიტემა და ეს არის ვიცე პრემიერი კალაძე, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ამ ყველაფერში. პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი უმაღლესი რანგის ხელმძღვანელობა არის ჩართული ქურდულ სახელისუფლებო პოლიციური სისტემის ჩამოყალიბებაში“- განაცხადა თარგამაძემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






