,,რისი იმედი აქვს ბატონ ღარიბაშვილს?“ - უსაქმურობა თუ საზოგადოების განწყობა
პოზიცია - 20:22, 26 Mar, 2015     6027
,,კვლევები უსაქმურების საქმეა“, ,,თქვენ ქმნით ქაოსს“, ,,არ მაქვს კონრეტული რეცეპტი, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ მდგომარეობიდან დღეს ან ხვალ“ - პრემიერ მინისტრის მედიასთან შეხვედრის დროს გაკეთებულ ამ განხადებებს, რომელიც IRI-ის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ კველვას, მედიასთან დამოკიდებულებას და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებას ეხებოდა, ,,ნიუპოსტთან“ ექსპერტები აფასებენ.

როგორ აისახება პრემიერის რეპუტაციაზე კვლევითი ორგანიზაციის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები; აქვს თუ არა მთავრობის მეთაურს რეალური წარმოდგენა, რას ნიშნავს ლარის დევალვაცია და არის თუ არა მედიაზე ზეწოლა ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან დამოკიდებულება.

ექსპერტი ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ მოსახლეობის გამოკითხვის მიზანი სწორედაც რომ საზოგადოების განწყობის გარკვევაა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადება, შიქმნას სხვა კვლევითი ორგანიზაცია, ნიშნავს მართული ორგანიზაციის შექმნის სურვილს და სასურველი შედეგების დადებას.

,,IRI არის ერთ-ერთი დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაცია, იმის გამო რომ იქ ასახული იქნა „ქართული ოცნების“ რეიტინგის დაცემა, ბატონმა ღარიბაშვილმა უნდობლობა გამოუცხადა ორგანიზაციას და განაცხადა, რომ კვლევების ჩატარება უსაქმურების საქმეა. თუმცა მოგეხსენებათ, მოსახლეობის გამოკითხვა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა, რომლის მიზანი საზოგადოების განწყობის გარკვევაა.

სოციალური კვლევების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერის რეპუტაციაზე დადებითად ვერ იმოქმედებს და ვერ იქნება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარება-განმტკიცების გარანტი. პრემიერის განცხადება, რომ მას აქვს სურვილი შეიქმნას სხვა კვლევითი ორგანიზაციები, გამოხატავს სურვილს, რომ მათ უნდათ შეიქმნას მართული ორგანიზაციები, რომლებიც ხელისუფლებისათვის სასურველ შედეგებს დადებენ“ - აცხადებს ნიკა ჩიტიძე.

ლარის კურსის ზაფხულში დასტაბილურებასთან დაკავშირებით პრემიერ მინისტრის მიერ გაკეთებულ პროგნოზს, ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე არაკომპეტენტურს უწოდებს. ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი ვარაუდობს, რომ მთავრობას ან წარმოდგენა არ აქვს ლარის დევალვაციის რეალურ მიზეზებზე, ან ამას მიზანმიმართულად მალავს. ,,რა შეიცვლება ზაფხულში? და რატომ არ იყო ლარი წინა წლებში ზაფხულზე დამოკიდებული? ლარი პომიდორია, ვაშლი თუ მსხალი? ეს უცნაური გადატანაა. ლარი ბუნების მოვლენა არაა, ეს არის ეროვნული ბანკის ემისიის და პოლიტიკის პროდუქტი, შესაბამისად ჩვენ უნდა ვეძიოთ ამ სიტუაციიდან გამოსავალი სწორედ მონეტარულ პოლიტიკაში, პრემიერმა საგარეო ფაქტორებზე გადაიტანა აქცენტი, რა საგარეო ფაქტორი შეიცვლება ზაფხულისთვის ისეთი, რომელიც ლარის კურსს გაამყარებს?

შეშელიძის შეფასებით, პრემიერის მხრიდან კომერციული ბანკების მისამართით გაკეთებული მოწოდება - სესხების რესტრუქტურიზაციასა და გადავადებასთან დაკავშირებით, კერძო სექტორზე ზეწოლაა:

„ეს არის ზეწოლა კომერციულ ბანკებზე, ეს უნდა შეწყდეს და თავი უნდა დაანებონ კერძო სექტორისთვის ჭკუის სწავლებას. თუ ხედავენ, რომ რაღაც გასაკეთებელია, უნდა მოძებნონ რესურსი და შესაძლებლობები მთავრობაში. საკუთარი პრობლემების სხვებზე გადაბრალებით გამოსწორება შეუძლებალია. არავინ ეკითხება არც პრემიერ მინისტრს და არც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, როგორ მოიქცევა კომერციული ბანკი იმ ვალდებულებების აღსრულებისას, რომელიც მათ აქვთ.“- აღნიშნავს ექსპერტი.

ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ თუ პრემიერ მინისტრს არ გააჩნია კონკრეტული ხედვა, მან ოპტიმისტური პროგნოზების კეთებისგან თავი უნდა შეიკავოს, ,,მას კონკრეტული ხედვა არ გააჩნია და ის არ მალავს ამას, ამ შემთხვევაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისგან ყოველთვის დაისმევა კითხვა, რისი იმედი აქვს ბატონ ღარიბაშვილს“ - აცხადებს ექსპერტი.

რაც შეეხება მედიის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, ნიკა ჩიტიძე ფიქრობს, რომ მედიის მიმართ გაკეთებული მსგავსი სახის განცხადებები წარმოადგენს მედიაზე გარკვეულ ზეწოლას.

,,ჩვენ გვახსოვს ყოფილი პრემიერის განცხადებებიც მედიის მიმართ. მედიის საქმიანობაში გარკვეული ჩარევა მიმდინარეობს. მაგალითად ტელეკომპანია „იმედში“ ინგა გრიგოლიას გარკვეული დირექტივები მისცეს. მე ვერ ვიტყვი, რომ მედია დღეს ბოლომდე თავისუფალია, რადგან როდესაც მედია კრიტიკულ შეფასებას აკეთებს მათ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გაისმის, თითქოს ისინი არიან მართულნი გარკვეული ძალების მხრიდან“ - აცხადებს ექსპერტი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42