ანტიტერორისტულმა კოალიციამ, აშშ-ისა და საფრანგეთის მეთაურობით, ერაყში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.
ამ შემთხვევაში, კოალიციამ ერაყის სამთავრობო ძალებს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომლებიც ტიკრიტიდან „ისლამური სახელმწიფოს“ განდევნას ცდილობენ.
პენტაგონის ინფორმაციით, ტიკრიტის გარშემო 17 საჰაერო დარტყმა განხორციელდა. სამიზნეებს შორის , ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის სასალე მოხვდა, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკების შტაბს წარმოადგენს.
ამერიკელი გენერლის, ჯეიმს ტერის განცხადებით, საჰაერო იერიშები წერტილოვანი დარტყმებით განხორციელდა, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და ინფრასტრუქტურის განადგურება თავიდან აერიდებინათ.
შეგახსენებთ, „ისლამურმა დაჯგუფებამ“ სადამ ჰუსეინის მშბლიურ ქალაქ ტიკრიტზე სრული კონტროლი გასულ ზაფხულს დაამყარა. თვის დასაწყისში, ერაყის სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული ქურთებისგან შემდგარმა არმიან, ტიკრიტზე კონტროლის მოსაპოვებლად მასობრივი თავდასხმები დაიწყო. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ქალაქის მნიშვნელოვან ნაწილს ერაყის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, თუმცა ქალაქის გარკვეული ნაწილი, კვლავ ჯიჰადისტების კონტროლქვეშ იმყოფება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






