თვითმფრინავის გამიზნულად ჩამოგდებაში ეჭვმიტანილი პილოტის ვინაობა ცნობილია.
პილოტი, რომელმაც შესაძლოა „ეარბას A-320 -ის“ ავიაკატასტროფა გამიზნულად გამოიწვია, 28 წლის გერმანელი, ანდრეას ლუბიცია.
მარსელის პროკურორის, ბრის რობენის განცხადებით, მისი გვარი ტერორისტების სიაში არ ფიგურირებს.
შეგახსენებთ, დღეს დილით, მარსელის პროკურორმა, ბრის რობენმა განაცხადა, რომ შესაძლოა, საფრანგეთის ალპებში ჩამოვარდნილი „ეარბას A-320 -ის“ ერთერთ პილოტს თვითმფრინავის განადგურება სურდა. ამის შესახებ. შავი ყუთის გაშიფვრისას აღმოჩენილი აუდიოჩანაწერები მეტყველებს.
პროკურორის განცხადებით, ჩამწერები აჩვენებს, რომ კატასტროფამდე, კაბინაში მყოფი პილოტი ცოცხალი იყო. მისივე თქმით, კაბინიდან გასულმა მეორე პილოტმა უკან დაბრუნება ვერ მოახერხა, რადგან კარები ჩაკეტილი იყო. აუდიო ჩანაწერებით მოპოვებული ინფორმაციით, პილოტი კარებზე ჯერ მშვიდად აკაკუნებს, შემდეგ უფრო და უფრო ძლიერად უტყამს, თუმცა შიგნიდან პასუხი არ ისმის. გარდა ამისა, ჩანაწერებზე პილოტის სუნთქვა და გაფრთხილების ხმა ისმის, რომელიც მიწასთან სიახლოვეს მიუთითებს.
საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინწინ განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
საფრანგეთის ოფიციალური პორების განცხადებით, ავიაკატასტროფის გამომწვევ ნებისმიერ მიზეზს, მათ შორის ტერაქტის ვერსიასაც განიხილავენ.

ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






