ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კრიმინალიზებულ ნაერთთა კლასებს რამდენიმე ქვეკლასი და ანალოგები დაემატება
სამართალი - 17:19, 26 Mar, 2015     1326

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევა და კრიმინალიზებულ ნაერთთა კლასებს რამდენიმე ქვეკლასი და ანალოგები დაემატება. კანონპროექტის მიზანია მოქმედი კანონის შესაბამისობაში მოყვანა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან და იმ ნივთიერებათა უკანონო ბრუნვის კრიმინალიზება, რომლებიც დღესდღეობით არ არის შეტანილი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიაში.

2014 წლის 1 მაისს ძალაში შევიდა „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც 2014 წლის 15 მაისს ამოქმედდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისია. სახელმწიფო კომისიის წევრი უწყებების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს) წარმომადგენლები ყოველთვიურად იკრიბებიან და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებით მუდმივ მონიტორინგს უზრუნველყოფენ, ახორციელებენ, ასევე, გამოწვევებზე რეაგირებას. გაიმართა სახელმწიფო კომისიის 10 შეხვედრა. შეხვედრებისას განხორციელდა კონკრეტული პრობლემებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, ასევე, დაისახა მათი გადაჭრის გზებიც.

კომისიის მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ დაფიქსირდა რამდენიმე ისეთი ნივთიერება, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით არ შეესაბამება კანონით კრიმინალიზებულ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ეს ნივთიერებები და მათი სტრუქტურული ანალოგები აგრეთვე დაფიქსირებულია არაოფიციალურ საიტებზე, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ე.წ. „ბიო ნარკოტიკის“ რეკლამირება-გაყიდვა.

აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო კომისიის მიზანია, იმოქმედოს წინსწრებით და პრევენციულად ხელი შეუშალოს ისეთი ნივთიერებების გავრცელებას საქართველოში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, აუცილებლობას წარმოადგენს კანონის დანართში აღნიშნული ცვლილებების შეტანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42