- აცხადებს ,,ნიუპოსტთან“ საუბარში ექსპერტი ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე.
_ ბატონო დემურ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ პრემიერმა 100 დღის ანგარიშის შედეგებში მეტ-ნაკლებად სრულყოფილად ასახა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო ისე, რომ ეს ახალი ხელისუფლების მიღწევად ჩათვლილიყო?
_ ახალი მთავრობის მიერ რაიმე ხელშესახები არ არის გაკეთებული და ვერც იქნებოდა. ამაზე არც შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია. მთავარი ის არის, რომ ეს სწორი მიმართულება, რომელიც ითქვა დღეს, უნდა შესრულდეს. მთავრობა ღრმა ცაიტნოტშია, დრო მას ძალიან ცოტა აქვს. 2-3 თვეში ყველა ტენდენცია გამოკვეთილი უნდა იქნას, სხვა შემთხვევაში მთავრობის პოზიცია გაუგებარი იქნება საზოგადოებისათვის. იმედი მაქვს, პრემიერ-მინისტრი თვითონ შეძლებს სიტუაციის გადატეხვას, რადგან ამ პროცესების დირიჟორი ისაა. დიდი იმედით ვერ ვარ განწყობილი მთელ სახელისუფლებო ვერტიკალის მიმართ, მაგრამ ეს არის გემოვნების საკითხი. მთავარია, შედეგი იყოს, თორემ პრემიერ- მინისტრი წყვეტს, ვინ სად უნდა იყოს განლაგებული.
_ თქვენი აზრით, საპარტნიორო ფონდების შექმნა ეკონომიკის სტიმულირებისთვის უფრო იქმნება, თუ ის შეძლებს, თოთოეული მოქალაქის ეკონომიკური პრობლემის მოგვარებას?
_ გაჟღერებული იდეა საპარტნიორო ფონდების შექმნის შესახებ ჯერ დასახვეწია. ის, რაც პრემიერმა თქვა საპარტნიორო ფონდების შესახებ, ამ ფონდებს სხვადასხვა ფუნქციები ექნებათ. მათ ჯერ არ დაუწყიათ საქმიანობა და ამიტომ მათი ტექნოლოგია რამდენად ხელმისაწვდომი იქნება რიგითი გლეხისთვის, ეს ჯერ არ ვიცით. ხომ არ გადაიქცევა ის პრივილეგირებულთა სამიზნედ? სქემა, რომლითაც შეიძლება ეს ბანკებს გადაეცეთ, შეცდომა იქნება და ცუდად აისახება მოსახლეობაზე. აგრესიული, ყოვლისმომცველი ეკონომიკა ჯერ არ ჩანს. ბევრი ფუნდამენტალური პრობლემის გადაჭრა მოუწევს პრემიერს და მას ავიწყდება ხშირად მისი მთავარი ოპონენტი-,,ნაციონალური მოძრაობა“, რომ ის კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ძალაა. ეს აშკარაა და ასე ჰარი-ჰარალედ არაა საქმე, როგორც ხელისუფლებას ჰგონია. ალბათ მოსახლეობა მალე დაიწყებს პოზიციების გადაფასებას და შესაძლოა, ეს არ იყოს მისაღები ახალი ხელისუფლებისთვის.“
მასალის გამოყენების პირობები






