სწორი კითხვების ხელოვნება - იმისთვის რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ!
ეს საინტერესოა - 16:23, 26 Mar, 2015     3288

არის რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც ადამიანს ეხმარება ცხოვრებისეული სიტუაციებიდან სწორი დასკვნები გააკეთოს და პრობლემის ნაცვლად დაინახოს შესაძლებლობა, შეცდომის ნაცვლად კი გაკვეთილი.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცხოვრების გზაზე გვხვდება ჩვენი მასწავლებელია“ - ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ საგინაშვილი.

თამარ საგინაშვილი: „ისინი, ვინც მოგვწონს და ვისაც ვბაძავთ და მით უმეტეს, ისინი, ვინც გვაწყენინა, დაგვჩაგრა, უსუსურად გვაგრძნობინა თავი, მოგვატყუა, არ დაგვიფასა, გული გვატკინა, გვიღალატა, გვეუხეშა... ყველა ჩვენი მასწავლებლები არიან და მადლობის მეტი რა გვეთქმის მათთვის.

ისინი მიგვითითებენ ჩვენს იმ თვისებებსა და შეხედულებებზე, რომლებიც უნდა შევცვალოთ თუ გვინდა, რომ ჰარმონიულად ვიცხოვროთ საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

ეს კითხვები მრავალფეროვანია, მთავარია ის პოზიტიურად იყოს ფორმულირებული და შეიცავდეს ტვინისთვის მოქმედების, აზროვნების სიგნალს. მასზე პასუხი არ უნდა იყოს დიახ ან არა.

მაგალითად, რა უნდა გავიგო ამ სიტუაციიდან?

რას მასწავლის ეს შემთხვევა?

რითი მოვიზიდე ეს ჩემს ცხოვრებაში?

რა უნდა შევცვალო ჩემში იმისათვის, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს?

მე რა სარგებელს მაძლევს ეს სიტუაცია?

თუ ცხოვრებაში რაიმე არ გამოგვდის, ეს ან იმიტომ ხდება, რომ ჩვენთვის ასე სჯობს ანდა ეს ჩვენი შინაგანი წინააღმდეგობების „დამსახურებაა“.

შინაგანი წინაღმდეგობა ეს არის ბლოკები, რომლებიც ხელს გვიშლიან, ამა თუ იმ სურვილის განხორციელებაში გარკვეული მოსაზრებების გამო.

ამ შემთხვევაშიც ძალიან სასარგებლოა მოვუსმინოთ საკუთარ თავს და დავუსვათ კითხვები:

რა მოხდება თუ მე ამას გავაკეთბ?

რა მიშლის ხელს?

რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგა, რომ ეს გავაკეთო?

ვინ შეიძლება ამაში დამეხმაროს?

რა შეიძლება მოხდეს ცუდი, თუ მე ამას გავაკეთებ?

თუ შინაგანი წინააღმდეგობა გვიჩნდება, მაშინ უნდა ჩავუღრმავდეთ, გავაანალიზოთ, რა გვიშლის ხელს. მიზეზის პოვნა უკვე 50 პროცენტით საქმის გამოსწორებას ნიშნავს. რაც შეეხება იმის საბოლოოდ შეცვლას, რაც გვიშლის ხელს ამისთვის არსებობს უამრავი ტექნიკა, სავარჯიშო, ტარდება ონლაინ ვებინარები და შეხვედრები, მათ შორის უფასოც, ტრეინინგები...

საბედნიეროდ, უკვე ჩვენთანაც არიან პროფესიონალებიც, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარობ ადამიანებს საკუთარი ცხოვრების შეცვლაში, თუ ისინი ამს დამოუკიდებლად ვერ ახერხებენ.

საერთოდ კი ეს არც ისე რთულია. თუ ადამიანს ნამდვილად სურს გაერკვეს და არ გაურბის სიმართლეს, სწორი პასუხების დასმით ის აუცილებლად მივა საკუთარი წარუმატებლობის თუ სხვა პრობლემის მიზეზამდე.

მაგრამ თუ მას სურს ისევ სხვებს გადააბრალოს ყველაფერი და იმის ნაცვლად, რომ საკუთარ თავში ეძებოს პასუხები კითხვას სვამს ასე:

რატომ მიშლის ყველ ხელს?

რატომ ვცხოვრობ ამ უბედურ ქვეყანაში?

რატომ ვცხოვრობ მაინცა და მაინც ასეთ ცუდ დროს?

რატომ ვარ ასეთი უიღბლო?

და ყველას დამნაშავედ თვლის თავის უბედურებაში - მთავრობა ხელს არ გვიწყობს, მშობლებმა ფული არ დამიტოვეს, ბიძაჩემმა სამსახური არ მიშოვა, მეზობელმა დამთარსა ... ამით ის მხოლოდ აფიქსირებს, რომ მასზე არაფერია დამოკიდებული და ის რჩება სამუდამო მსხვერპლად. თუმცა, თუ ბოლომდე გულახდილად შევაფასებთ სიტუაციას, დავინახავთ, რომ ესეც მისი არჩევანია - გადააბრალოს სხვას, იცხოვროს სხვისი ჭკუით და იყოს მსხვერპლი.

თუ გინდათ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ, დააკვირდით თქვენს აზროვნებას და მეტყველებას. რას ფიქრობთ, როცა რაიმე არ გამოგიდით?

ჩაიწერეთ თქვენი ის აზრები, რომლებიც აჩვენებენ თქვენი აზროვნების მიმართულებას და საღამოს გააანალიზეთ - რა როლში იყავით დღის განმავლობაში - მსხვერპლის, ბრალმდებლის თუ ადამიანის, რომელიც სწორ კითხვებს უსვამს საკუთარ თავს და გამოაქვს სწორი დასკვნები.

P.S. ფრაზა ყველაფერი სხვისი ბრალია შეიძლება კიდევ არ იყოს იმდენად საშიში, როგორც ფრაზა - ყველაფერი ჩემი ბრალია. ის, რომ ყველაფერი ჩვენშია სრულიად არ გულისხმობს, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე. არა, ჩვენ ვპოულობთ, რა გვავს შესაცველი და ვცვლით! სულ ეს არის.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42