ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის, დუკუვახ აბდურახმანოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ უკრაინას შეიარაღებით დაეხმარება, ჩეჩნეთი მექსიკელებს ლეტალურ იარაღს გაუგზავნის.
„აშშ-ის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ჩვენი მომავალი ქმედების განხორციელების სიგნალად აღვიქვამთ. შესაბამისად, თუკი აშშ უკრაინის შეიარაღებას გადაწყვეტს, ჩვენ მექსიკას ლეტალური იარაღით მოვამარაგებთ, რათა მექსიკელებმა ამერიკის მიერ ანექსირებული ის ტერიტორია დაიბრუნონ, სადაც ახლა კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, არიზონა, ნევადა, იუტა, კოლორადო და ვაიომინგის ნაწილი მდებარეობს"- განაცხადა აბდურახმანოვმა.
ამასთან დაკავშირებით , რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის კანონმდებლობით , ფედერაციის სუბიექტებს სხვა ქვეყნებისთვის სპეციალური აღჭურვილობის გადაცემა არ შეუძლიათ.
„არ ვიცი რამ გამოიწვია მსგავსი განცხადება, მაგრამ ასეთი ქმედებების განხორციელება, რუსეთის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“ - განაცხადა პესკოვმა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






