შინაგან საქმეთა სამინისტრო „თავისუფალი ზონის“ წევრების დაკავების ფაქტს უარყოფს.
ამის შესახებ „ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს. მათი ინფორმაციით,
„ფაქტთან დაკავშირებით „თავისუფალი ზონის“ წევრები დაკავებულები არ არიან. ისინი გადაყვანილი არიან საგამოძიებო სამსახურში. მოხდება მოწმის სტატუსით მათი დაკითხვა. ხოლო ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - აცხადებენ შსს-ში.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმრო „ჰოლიდეი ინთან“ მომხდარი ინციდენტის შედეგად „თავისუფალი ზონის“ რამდენიმე წევრი დააკავეს. როგორც ცნობილია, „თავისუფალი ზონის“ წევრმა ერთ-ერთ მოქალაქეს ფოტო გადაუღო, რაც დაპირისპირების მიზეზი გახდა. მოქალაქემ მას ტელეფონი წაართვა და გაიქცა.
შეგახსენებთ, „თავისუფალი ზონის“ წევრები პრემიერის პრესკონფერენციის პარალელურად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავდენ.
მასალის გამოყენების პირობები






