ეარბას A320-ის“ კატასტროფის ადგილზე მაშველებმა გარდაცვლილი მგზავრების ცხედრებს მიაგნეს.
ამის შესახებ, ფრანგული მედია იტყობინება.
საფრანგეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ცხედრების იდენტიფიცირებას რამდენიმე კვირა დასჭირდება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინწინ განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
მედიაში, დღეს დილით ავიაკატასტროფის ახალი დეტალები გახმაურდა. გავრცელებული ინფორმაციით, კატასტროფის დროს ერთერთი პილოტი კაბინაში არ იმყოფებოდა. საბორტო აუდიოჩანაწერის გაშიფვრისას დადგინდა, რომ კაბინის კარებზე კაკუნის ხმა გარედან ისმის, შიგნიდან კი არავინ პასუხობს.
ვერსიის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
მაშველები კატასტროფის ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობენ. თუმცა რთულად მისადგომი ადგილის გამო, სამაშველო ოპერაციების განხორციელდება ჭიანურდება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






