რუსი ოპოზიციონერი, გარი კასპაროვი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და მისი საიდუმლოებოთ მოცული გაუჩინარებისას, მკურნალობის კურსს გადიოდა.
„ის გასაიდუმლოებელი ვითარება, რომელიც პუტინის ჯანრთელობას ეხება, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ის აბსოლუტური დიქტატორია“ - განაცხადა კასპაროვმა ТСН-სთან ინტერვიუში.
ოპოზიციონერის თქმით, პუტინის შერყეული ჯანმრთელობა აშკარაა და ეს ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოჩნდა.
„არცერთი წამით არ შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტი სასახლის გაშემო, თავად საჭესთან მჯდომმა პუტინმა გაასეირნა. იმის წარმოდგენაც კი შემიძლია, რომ ის ბარაკ ობამამ გაასეირნა, მაგრამ პუტინი... აშკარაა, პუტინს პრობლემები ჰქონდა, რომელმაც ხელი შეუშალა მისთვის ჩვეულ - თავხედურ მანერაში წარმოედგინა საკუთარი თავი. მას საუბარიც უჭირდა“- განაცხადა კასპაროვმა.
შეგახსენებთ, აქტიური საუბარი ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობის შესახებ, მისმა 10 დღიანმა გაუჩინარებამ და ოფიციალური შეხვედრების გადადებამ გამოიწვია. 16 მარტს ის მედიის წინაშე ყირგიზთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გამოჩნდა და მისი ავადმყოფობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






