საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის ქვეყნებმა იემენში სამხედრო ოპერაციები დაიწყეს.
ამ წუთებში, საუდის არაბეთის საჰაერო ძალები ამბოხებული შიიტი ჰუსიტების პოზიციებს, დედაქალაქ სანაში ბომბავენ.
ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საუდის არაბეთის მთავრობამ იემენის ლეგიტიმური ხელისუფლებასა და პრეზიდენტ აბდ რაბუ მანსურ ჰადის მხარდაჭერა გამოუცხადა და დახმარება აღუთქვა.
მას შემდეგ, რაც 2011 წელს იემენში ხელისუფლება შეიცვალა, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება.
ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ შიიტ ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა გუშინ ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია , რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






