„ეარბას A320-ის“ კატასტროფისას პილოტები უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
ამის შესახებ ფრანგული მედია, საავიაციო-სატრანსპორტო სააგენტოს ხელმძღვანელის, ტრაფო პეკა ჰენტუზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, პილოტების უგონო მდგომარეობაზე ხმოვანი ჩანაწერი მოწმობს, რომელიც შავი ყუთის გაშიფვრის შედეგად იქნა მიღებული.
გარდა ამისა, დროდადრო ლაინერი ჰორიზონტალურ მდგომარეობას უბრუნდებოდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ პილოტები პერიოდულად გონზე მოდიოდნენ და ფრენის დასტაბილურებას ცდილობდნენ.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა. თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე 150 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.
ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზის ყველანაირ ვერსიას, მათ შორის ტერაქტის ვერსიასაც განიხილავენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






