
ავიაკომპანია "ჯერმანვინგსი“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სიას აქვეყნებს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, „ეარბას A320-ის“ ბორტზე 15 ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა.
გუშინ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად გერმანიის 72, ესპანეთის -35. 2 - ავსტრალიის, ბრიტანეთის, ჰოლანდიის, მექსიკის, დანიის, ბელგიის, ისრაელის, არგენტინის, თურქეთის, კოლუმბიის, მაროკოს ,ყაზახეთის, ვენესუელას და აშშ-ის მოქალაქეები დაიღუპნენ.
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის არიან კოლუმბიის, მექსიკის, ბელგიის, მაროკოსა და ყაზახეთის მოქალაქეები. ავიაკატასტროფას ცნობილი საოპერო მომღერლები, მარი რანდერი და ოლეგ ბრიჟაკიც ემსხვერპლნენ. მაშველებმა, კატასტროფის ადგილზე ვერტმფრენით მიაღწიეს, თუმცა გადარჩენილ მგზავრებს ვერ მიაგნეს. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
მაშველები სამძებრო ოპერაციებს ამ წუთებშიც ახორციელებენ. რთულად მისადგომი ადგილის გამო, მათ სამუშაოების ჩატარება უჭირთ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






