რა მთავარი გზავნილი მიიღო მთავრობამ IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად და რამდენად თანხვედრია ხელისუფლების განცხადებები მოსახლეობის განწყობებთან მიმართებაში.
,,ნიუპოსტი“ ჩატარებული კვლევის ანალიზისთვის დიმიტრი შაშკინს ესაუბრა, რომელიც 1998 წლიდან მუშაობდა აშშ-ს საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში (IRI), საქართველოს პროგრამის კოორდინატორად, 2008 წლიდან კი იყო IRI საქართველოს პროგრამის დირექტორი.
_საზოგადოებრივი აზრის კვლევა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში, ბუნებრივია მთავრობისთვის, რომ სწორედ დაგეგმოს თავისი აქტივობა. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა იძლევა ინფორმაცია, მაგრამ მას სჭირდება სწორად წაკითხვა. შედარებისთვის, ექსოკოპიის აპარატი და მისი გამოკვლევა არის ძალიან მნიშვენლოვანი მედიცინაში, მაგრამ თუ ექიმმა ვერ წაიკითხა ექსოკოპიის მონაცემები ჩვეულებრივი პაციენტი მას ვერ გაიგებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმოდეს, რა არის მთავარი ამ კვლევაში, რასაც უნდა მიაქციოს ყურადღება და არა ის, რომ მხოლოდ მშრალი ციფრებით ვიხელმძღვანელოთ.
_დავიწოთ იმით, რა არის ყველაზე მთავარი კველვაში და რას უნდა მიაქციოს მთავრობამ ყურადღება?
_პირველი ეს არის ბაზისური კვლევა, რომლის მთავარი შეკითხვაც არის ის, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა. ეს არის ამ კველვაში ყველაზე მნიშნელოვანი, ბევრად მეტი, ვიდრე პარტიის რეიტინგები. კვლევის ამ ნაწილში ჩანს სწორედ მოსახლეობის განწყობა. როცა ასახელებენ ამა თუ იმ პარტიას, ამ მომენტში რესპოდენტზე მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორები, მათ შორის შიში, სიმპათია-ანტიპათია, განცდა იმისა, რომ შესაძლოა ამ პასუხის გამო სამსახური დაკარგოს და ა.შ. მაგრამ კითხვას თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყან, პირველ რიგში სვამენ იმიტომ, რომ ადამიანი აქ ყველაზე ღია და სამართლიან შეფასება აკეთებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველოში ეს კვლევა ტარდება 2002 წლიდან, ანუ ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდიდან და მინდა გითხრათ, რომ დღეს პირველად დაფიქსირდა, რომ მხოლოდ 25% თვლის რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, ეს არის ყველაზე მინიმუმი. მაშინაც კი, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია, რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, იყო 35%, ანუ 10%-ით მეტი, ვიდრე ახლა. ეს მონაცემები მიუთითებს ძალიან მძიმე ფონზე და პროფესიონალ ექსპერტებს აძლევს საშუალებას, მძიმე პროგნოზი გააკეთონ. ეს არის ყველაზე საშიში მაჩვენებელი მთავრობისთვის და ყველაზე მნიშნელოვანი, თუ რას უნდა მიაქციონ ყურადღება. გარდა ამისა, ეს არის მთავრობის ბაზისური ელექტორატის მაჩვენებელი.
მთავრობის ელექტორატი შედგება სხვადასხვა ნაწილებისგან, ეს არის ბაზისური ელექტორატი, ბუნებრივია ადმინისტრაციული ელექტორიატი და ა.შ. მაგრამ დღეს 55% ამბობს, რომ ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით და 25 % ამბობს, რომ სწორი მიმართულებით და 20% მალავს საკუთარ განწყობას და არ დაგავწყდეთ, რომ ეს 20% მოდის ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთზე, სადაც ისტორიულად რესპოდენტები მალავენ თავის განწყობებს, ეს ისტორიულად ასეა, ყოველთვის ცდილობენ ისინი, რომ მთავრობას ღიად არ აწყენინონ. აი, ამ პირობებში, როცა გაქვს 25% მინუსში და 55% პლიუსში, ეს ნიშნავს იმას, რომ შენი რეალური ბაზისური ელექტორატი არის 25% და დღეს მხოლოდ ეს რაოდენობა ადამიანებისა არის კმაყოფილი, ეს არის ხელისფულების მხარდამჭერები, რომელსაც ეწინააღმდეგება 55%. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი, რაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლება, ეს არის ყველაზე ფუნდამენტალური მონაცემი.
_რაც შეეხება კვლევის ეკონომიკურ ნაწილს, როგორც წესი, მოსახლეობის მთავარ პრობლემად, როგორც ეს გასულ წლებში იყო, კვლავაც უმუშევრობა რჩება. რა არის დამატებითი ფაქტორი, რაც წინა წლებისგა განსხვავებით, ამ კვლევაში გამოიკვეთა?
_მინდა რომ თქვენი ყურადღება მივაქციო იმაზე, რომ კვლევას ლეიტმოტივად გასდევს ეკონომიკური პრობელმები - 60%-ზე მეტი ადამიანი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესდა. ეს არის უმძიმესი შედეგი მთავრობისთვის და იმ მინისტრებისთვის, რომლების ქვეყანაში ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავენ, ანუ ქვეყანაში 10-დან 6 ადამიანს შეეხეო ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი და ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ არ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი, ამ მონაცემების ფონზე ასეთი განცხადებები სრულიად არადექვატურად გამოიყურება.
კვლევაში მოსახლეობა პირდაპირ ითხოვს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ გაჯანსაღებას და უმუშევრობასთან ბრძოლას, ეს არის მთავარი მოთხოვნა, რომელსაც ამომრჩეველი ხელისუფლებას უყენებს.
შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ბლოკი არის ის, რომ ხალხი მდგრადად მხარს უჭერს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციას, ეს არ იცვლება რეფერენდუმის შემდეგ და არის მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერა. ამავდროულად, ხალხმა დაინახა ის, რომ სერიოზული პრობლემებია კრიმინალთან დაკავშირებით, ისინი აფქისირებენ, რომ კრიმინალი გაიზარდა და უმუშევრობასთან ბრძოლის შედეგებს ვერ ხედავს.
_კრიმინალი ახსენეთ და აქვე მინდა გკითხოთ, ამ კვლევაში გამოიკვეთა პოლიციის მიმართ ნდობის დაბალი მაჩვენებელი, მაშინ როცა, ნდობა პოლიციის მიმართ თითქმის ლიდერ პოზიციებს იკავებდა. შეიძლება ვიფიქროთ თუ არა, რომ კრიმინალის ზრდამ გავლენა იქონია პოლიციის ინსტიტუციაზე?
_ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ მოსახლოების დიდმა ნაწილმა ხაზი გაუსვა, რომ პოლიციის ინსტიტუციამ იკლო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველას გვეგონა, რომ პოლიციის ინსტიტუციას და მის მდგრადობას არაფერი არ ეხება, აღმოჩნდა, რომ კირმინალის ზდრამ ზეგავლენა იქონია პოლიციის ინსტუტიციაზე, პოლიციის მიმართ ნდობამ იკლო და პოლიციის შიგნით მდგომარეობა გაუარესდა, ეს მაჩვენებელი არის სადღაც 34-35%. ასევე დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ კორუფცია გახდა უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე იყო. შესაბამისად, ლოგიკურია, როცა კრიმინალისა და კორუფციის მატება ფიქსირდება, ის პირდაპირ ურტყამს პოლიციის ნდობის მაჩვენებელს.
_დასკვნის სახით რომ ჩამოვაყალიბოთ, რა უნდა გაითვალისწინოს მთავრობამ და რა არის მთავარი შეცდომა ხელისუფლების, რომელსაც ის ხალხთან ურთიერთობისას არ ითვალისწინებს?
_რაც შეეხება კვლევის საბოლოო დასკვნას. 55% რომელიც თვლის, ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმრთულებით, მიუთითებს იმაზე, რომ სიტუცია ხელისუფლებისთვის არის მძიმე და საგანგაშო. ხელისუფლებას აქვს ორი ყველაზე სუსტი წერტილი - ეს არის ეკონომიკა და მისი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, ხელისუფლება არ საუბრობს იმ თემებზე, რაც აწუხებს მოსახლეობას.
ძალიან მნიშნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის, რომ ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ მასმედია არის ობიექტური, მხოლოდ 14% მიიჩნევს, რომ არ არის ობიეტური. თქვენ გახსოვთ ალბათ, მთავრობის მესიჯები იმის თაობაზე, რომ მასმედია არის არაობიექტური, რაც კვლევში აბსოლუტურად უარყოფილია მოსახლეობის მიერ. მთავრობა ურტყამს მასმედიას, როცა ხალხი პირიქით ფიქრობს. ამავდროულად როცა ეკითხებიან, რა არის კარგი ქვეყანაში, ის ამბობს, რომ მასმედია არის თავისუფალი, ეს საკმაოდ თვალშისაცემია. მეორე, ახალი მესიჯები, რომელიც მოდის არაცენტრალიზებულად, მაგრამ ხელისუფლების ზოგიერთი ლდიდერისგან, როგორიც არის გოგი თოფაძე, რომ NATO ცუდია და რომ იქ არაფერი გვესაქმება, პირდაპირ ეწინააღმდეგება მოსახლეობის სურვლის და NATO-ს მიმართ მხარდაჭერას. თქვენ თუ გადახედავთ, რაზე საუბრობს სახელისუფლო ელიტა და რას ფიქრობს ხალხი, დაინახავთ, რომ ეს ორივე პოზიცია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. ხელისუფლება ამბობს, რომ NATO არ გვინდა, ხალხი ამბობს, რომ მათი არჩევანი NATO-ა, ხელისუფლება ამბობს, რომ კრიზისი არ გვაქვს, ხალხის 60%-ზე მეტი ამბობს, რომ კრიზისი ჩვენს ჯიბეს შეეხო. ყველაზე დიდი პრობლემა, რაზედაც ეს კვლევა მიუთითებს არის ის, რომ ხელისუფლება და ხალხი არის სხვადასხვა კუთხეებში, ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ, აქედან გამომდინარე, თუ ხელისუფლება არ გამოასწორებს პრობლემას, ეს 55%-იანი მასა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ისევ ხელისუფლებას შეუქმნის ძალიან დიდ პრობლემას.
ჯერ-ჯერობით, ხელისუფლების რეიტინგი აღემატება ყველა ოპოზიციურ ძალას, რაც ხელისუფლებას აძლევს დროს, შეცვალოს თავისი პოლიტიკა, მაგრამ ეს დროც არ არის განუსაზღვრელი. 6 თვეში თითქმის ორჯერ შემცირდა ხალხის მხარდაჭერა, რომელიც თვლიდა , რომ ქვეყანა ვითარდება სწორი მიმართულებით, ასეთი დინამიკა, ასეთი სწრაფი ცვლა მოკლე მონაკვეთში, მე არცერთ ქვეყანაში არ მინახავს და დამიჯერეთ ძალიან ბევრ ქვეყანაში ვმუშაობდი და ჩემი პროფესიის ერთ-ერთი კომპონენტი ყოველთვის იყო კვლევების წაკითხვა და მის საფუძვლეზე ანალიზის გაკეთება.
მასალის გამოყენების პირობები






