3) რა განასხვავებს გოთებს მსგავსი სუბკულტურებისგან?
სანდრო: გოთიკა განსხვავდება სხვა სუბკულტურებისგან: მსოფლმხედველობით, მუსიკის ჟანრით, ჩაცმის სტილითა და სხვა ნიშანთვისებებით. გოთიკა არ არის დროებითი, ასაკობრივი გასართობი.
4) როგორაა ეკლესია თქვენს მიმართ განწყობილი?
სანდრო: გოთიკა არანაირად არ არის დაკავშირებული რელიგიასთან და ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს ძირითადად ნეიტრალურად, პირდაპირი აგრესია არ შემინიშნავს.
5) რა გიზიდავთ ამ მიმდინარეობაში? ხომ არ არის ეს ერთგვარი პროტესტი?
სანდრო: პირველ რიგში ესთეტიკა, მუსიკა, მწერლობა, არქიტექტურა ჩვენთვის გოთიკა ხელოვნებაა და სულიერი მდგომარეობა. ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი! პირადად ჩემთვის გოთიკა არაა დროებითი გატაცება. ჩვენ ვერ ვეგუებით ერთფეროვნებას რა თქმა უნდა ჩვენი სტილი არის ერთგვარი პროტესტი ვინაიდან გვსურს შევქმნათ რაიმე ახალი.
6) საზოგადოების ნაწილი გოთებისადმი უარყოფითად არის განწყობილი, გამოხატავენ თუ არა ამას ღიად და როგორ პასუხობთ თქვენ ამ დროს?
სანდრო: საზოგადოება საკმაოდ აგრესიულადაა განწყობილი, ხშირად გვესმის უხამსი შეძახილები. მე მიმაჩნია რომ ეს არაერუდირებულობის ბრალია. მათ არ გააჩნიათ თავიანთი ცხოვრება და ინტერესდებიან სხვისით, მე არ მესმის ასეთი ხალხსის ვცდილობ კონფლიქტში არ შევიდე.
7) ხშირად გადანაშაულებენ უარყოფით მოვლენათა პროპაგანდაში როგორიცაა მოწოდება მარტოსულობისაკენ და სუიციდის მცდელობისაკენ, უარყოფთ თუ არა ამ ბრალდებას?
სანდრო: მე პირადად არ ვარ სუიციდისკენ მიდრეკილი და არც მსგავს რაღაცებს არ ვუწევ პროპაგანდას ჩემთვის ასეთი რამ არასოდეს დაუბრალებიათ. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს დეპრესიული და სუიციდისკენ მიდრეკილი, კონკრეტულად ეს გოთებს არ ეხება.
8) ხომ არ ფიქრობთ თქვენი ვიზუალური სტილით, ან ცხოვრებისეული შეხედულებებით ობიექტურად იწვევთ საზოგადოების გაღიზიანებას?
სანდრო: ჩვენ არ ვახდენთ პროვოკაციას, პირიქით ისინი იჩრებიან ჩვენს ცხოვრებაში. მათ გამო მე არ დავკარგავ ჩემს ინდივიდუალიზმს. ჩემი ცხოვრების ეს სტილი მათ არანაირ ზიანს არ აყენებს. ყველა ერთნაირი რომ იყოს ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანი იქნებოდა.
9) ებრძვის თუ არა ვინმე გოთებს და რამდენად დაცულია თქვენი უფლებები?
სანდრო: ჩვენი უფლებები ფაქტობრივად არ არის დაცული, თითქმის ყოველდღე ვაწყდებით უსიამოვნო სიტუაციებს და უსამართლო დამოკიდელებებს. განვითარებულ ქვეყნებში ჩვენნაირი გარეგნობის ხალხს არ ექმნებათ პრობლემა, ისინი დადიან ქუჩაში ხალხს კი საერთოდ არ უკვირს მათი დანახვა.
10) ამბობენ, რომ გოთების იდეოლოგია და ცხოვრებისეული ფილოსოფია რთული ასახსნელია, შეგიძლია მოკლედ ჩამომიყალიბო რა არის გოთობა, თქვენი მთავარი მიზანი?
სანდრო: იშვიათობაა რომ არა გოთი ადამიანი ჩაწვდეს ბოლომდე გოთურ იდეოლოგიას და არსს, მოკლედ ამის ახსნა შეუძლებელია, რადგან ამისთვის საჭიროა თავად იყო გოთი და შეიგრდძნო ეს ყველაფერი. გოთური სუბკულტურის იდეოლოგიის აღწერა არის მეტად რთული, პირველ რიგში იმიტომ, რომ გოთებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხასიათს და ესთეტიკას. ისინი შეპყრობილნი არიან რომანტიზმით და ნეორომანტიზმით. იყო გოთი ნიშნავს იმას რომ , როგორც იმიჯით , ასევე მსოფმხედველობით ესადაგებოდე გოთიკ კულტურას. მხოლოდ მსმენელი არ არის გოთი, რადგან გოთიკა ძალიან ჩაკეტილი და აბსოლუტურად განსხვავებული კულტურაა რომელსაც დიდი სულეირი და ესთეტიური მხარე გააჩნია მუსიკალურთან ერთად.
11) არსებობენ ვამპირი გოთებიც, რომლებიც ადამიანების სისხლს სვამენ, რამდენად მისაღებნი არიან ისინი თქვენთვის და არსებობენ თუ არა ქართულ რეალობაში?
სანდრო: საქართველოში ძალიან ცოტა გოთია მე არ შემხვედრია ვამპირი გოთები აქ. არ მესმის რატომ საუბრობთ ასე ზედაპირულად, კონკრეტულ ფაქტს შესწრებიხართ როცა ვამპირი გოთი ადამიანის სისხლს სვამდა? მიღება და მიუღებლობა სუბიექტურია, რაც ჩემთვის მიუღებელია სხვისთვის შეიძლება მისაღები იყოს ან პირიქით
12) 22 მაისს თბილისსში, ბოტანიკურ ბაღში გოთების საერთაშორისო დღე აღინიშნა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მისი მიმდევარი საქართველოში ბევრი გვყავს?
სანდრო: არა ეს სულაც არ ნიშნავს ამას, რომ ჩვენს ქვეყანაში ბევრი გოთია. პირიქით!! წელს პირველად ჩატარდა საქართველოში გოთების საერთაშორისო დღე, რომლის ორგანიზატორიც ვიყავი მე. ეს დღე ხელს შეოუწყობს საქართველოში არსებული გოთების გაცნობა-დაახლოებას და ამ კულტურის განვითარებას. ჩემი სურვლია, რომ ეს დღე ყოველწლიურად ავღნიშნოდ და უფრო მაშტაბური სახე მიიღოს. მიმაჩნია, რომ მსგავსი ღონისძიებები უფრო განავითარებენ გოთიკ სუბკულტურას.

13) ამ მიმდინარეობის პოპულარიზებას ხელოვნების საკმაოდ ბევრი წარმომადგენელი ეწევა, ხომ არ იყო თქვენი არჩევანი ვინმეს გავლენის, ან მიბაძვის შედეგი?
სანდრო: გეთანხმებით ბევრი ხელოვანი იყენებს გოთიკის ელემენტებს თავის შემოქმედებაში. ბევრისთვის გოთიკა არის შთაგონების წყარო, რადგან ეს სუბკულტურა საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრი განშტოება აქვს. თითქმის ყველა ადამიანს ყავს კუმირი და მისაბადზი ადამიანი, რომელიც აძლიერებს და ეხმარება საკუთარი თავის უკეთ გამოვლინებაში აგრეთვე სტიმულსაც გვაძლევს.
14) თინეიჯერობის პერიოდი ბევრ რადიკალურ გადაწყვეტილებასთან ასოცირდება, თქვენი არჩევანიც ასაკმა ხომ არ განაპირობა?
ანდრო: თინეიჯერობის ასაკს, რომ განეპირობებინა მე დღეს ესეთი აგარ ვიქნებოდი, დაუფიქრებლად გადაწყვეტილებებს არ ვიღებ, კარგად ვიცი ცხოვრებაში რა მსურს!! მე უკვე დიდი ხანია ჩამოყალიბებული პიროვნება ვარ.
15) როგორ შეხვდა ოჯახი თქვენს გადაწყვეტილებას?
სანდრო: ოჯახი პატივისცემით ეკიდება ჩემს გადაწყვეტილებას, საბედნიეროდ ჩემი ოჯახის წევრებიც ხელოვანები
არიან და გოთიკას როგორც ხელოვნებას ისე აღიქვამენ. რა თქმა უნდა, თავიდან მათაც ეგონათ, რომ ეს ასაკობრივი გატაცება იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ჩემი დახმარებით უკეთ გაიგეს გოთიკის შესახებ და ჩაწვდნენ მის არსს.
16) გიქმნით თუ არა თქვენი არჩევანი დისკომფორტს პირად ცხოვრებაში, ან პროფესიულ წინსვლაში, ანუ გოთობა ხომ არ ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს?
სანდრო: არანაირად, ჩემი არჩევანი, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და საერთოდ არ მაწუხებს, მე პროფესიით ფოტოგრაფი ვარ, ასე რომ არანაირ პრობლემას არ მიქმნის ჩემს საქმიანობაში. მე პირადად გოთიკა არ მზღუდავს, პირიქით თავს ძალიან თავისუფლად ვგრძნობ, რადგან ჩემი თავი ნაპოვნი მაქვს.
17)როგორ ფიქრობთ, ბოლომდე ამ პრინციპების ერთგული დარჩებით, თუ ცხოვრებაში სხვა ინტერესებიც გაგაჩნიათ?
სანდრო: რათქმაუნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გოთად მთელი ცხოვრება დავრჩები, კიდევ სხვა ბევრი ინტერესი გამაჩნია, მაგრამ ერთმანეთს ხელს არ უშლიან, გოთიკა არის ჩემი ცხოვრების იდეოლოგია.
(ჟურნალისტი ქეთი კაპანაძე)
მასალის გამოყენების პირობები






