"ჩვენი ერის ისტორიაში არის განსაკუთრებული დღეები, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით შევიდა ჩვენს წარსულში, ჩვენს ისტორიაში და რომელსაც ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა სანამ იარსებებს დედამიწა და კაცობრიობა. ეს არის საქართველოს ეკლესია და ჩვენი ერი, ჩვენი ერის მნიშვნელობა ეკლესიაში და ჩვენი ეკლესიის მნიშვნელობა ჩვენს ერში. როდესაც ჩვენ ვდღესასწაულობთ საქართველოს ავტოკეფალიას, ჩვენ არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ, ის, რომ ქართველ ხალხს ესმოდა ავტოკეფალიის მნიშვნელობა თავიდანვე. თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი კვართი უფლისა, თუნდაც ის, რომ საქართველო გახდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი, ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველ ხალხს და პასუხისმგებლობას აკისრებდა ჩვენს ხალხს კაცობრიობის წინაშე. არ შეიძლება არ ითქვას, რომ ავტოკეფალიას ჰქონდა განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ერის ისტორიაში. ძნელია წარმოვიდგინოთ ის, ვინ ვიქნებოდით ჩვენ ჩვენი ეკლესიის და ავტოკეფალიის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ის არ ვიქნებოდით რაც დღეს ვართ. ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს მისი დიდი წყალობისათვის, რადგან ღვთის განგებით და ღვთის ბრძანების გარეშე ეს არ მოხდებოდა...მეფე ვახტანგ გორგასალი საოცრებაა საქართველოს ისტორიაში. რომელი მეფე, ან ადამიანი იტყვის "ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს". შეიძლება ითქვას, რომ ქრისტესთვის სიკვდილი გმირულად, მოთმინებით აიტანოს ადამიანმა, მაგრამ "ეძიებდე ქრისტესთვის სიკვდილს" - ეს თქვა მხოლოდ ვახტანგ გორგასალმა.
რამხელა რწმენა და ნებისყოფა ჰქონდათ იმ დროს, როცა ასეთი არეულობა იყო. ეს მღვდელმთავრები იყო ლეონიდე, ამბროსი, კირიონი, კალისტრატე. მათ გადაწყვიტეს აღედგინათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ყველაფერი ღვთის ძალით ხდება. მადლობა უფალო ძალსა შენსა. მადლობა უფალო შენი მოწყალებისათვის. აი ჩვენ დღეს აღვავლენთ პარაკლისს ჩვენი წინაპრებისა და ეკლესიისათვის. ღმერთი იყოს საქართველოს და ჩვენი ეკლესიის მფარველი", - ბრძანა უწმინდესმა.
მასალის გამოყენების პირობები