შსს-ს წარმომადგენლებმა არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
სამართალი - 14:05, 25 Mar, 2015     722

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა.

მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრეს.

კონფერენციაში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მაღალი დონის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა და გაძლიერება. იგი უმთავრესად არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრის მართვის ხელშეწყობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული მეთოდების შემუშავებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42