რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, 2018 წელს მისი ადგილი შესაძლოა სხვა ადამიანმა დაიკავოს.
ამის შესახებ, პუტინმა ორგანიზაცია WorldSkills-ის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
შეხვედრა, 2019 წელს ყაზანში, სხვადასხვა პროფესიების წარმომადგენლებს შორის დაგეგმილი ჩემპიონატის შესახებ გაიმართა.
„ღონისძიება, რომელზც ჩვენ ვსაუბრობთ, 2019 წელს უნდა ჩატარდეს. 2018 წელს, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლების სათავეში, ამ ღონისძიების ჩატარებას მხარს დაუჭერს“ - განაცხადა პუტინმა.
2018 წელს, ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადა იწურება. არჩევნებში მონაწილეობაზე კომენტირებისას, პუტინმა განაცხადა, რომ საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას არ გამორიცხავს, თუმცა სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე "სამუდამოდ" დარჩენას, არ აპირებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






