პილოტები „ჯერმანვინგზის" რეისების შესრულებაზე უარს აცხადებენ, რის გამოც „ჯერმანვინგზისა“ და „ლუფტჰანზას“ ავიაკომპანიებს ევროპის მასშტაბით 30 რეისის გადადება მოუწიათ.
„ლუფტჰანზას“ წარმომადგენელი გაუქმებული რეისების გამო მგზავრებს ბოდიშს უხდის და მათ სასტუმროში განთავსებასა და მატარებლის ბილეთებით უზრუნველყოფას ჰპირდება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ შვილობილი კომპანიის - "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა.
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის, კოლუმბიის, მექსიკის, ბელგიისა და მაროკოს მოქალაქეები. მაშველებმა, კატასტროფის ადგილზე ვერტმფრენით მიაღწიეს, თუმცა გადარჩენილ მგზავრებს ვერ მიაგნეს. ყველა მათგანი დაიღუპა.
ავიაკომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავს გამოცდილი, 10 წლიანი შტაჟის მქონე პილოტი მართავდა, თუმცა ლაინერი 10 წელია ექსპლუატაშია ჩაშვებული.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს წინა დღეს ტექნიკური პრობლემები აღმოაშნდა და ბარსელონადან გაფრენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო.
„ლუფტჰანზას“ წარმომადგენლის განცხადებით, ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევა იყო და სხვა დანარჩენი ვერსიები უბრალოდ სპეკულაციაა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






