ავიაკოპანია Lufthansa, რომელიც "ჯერმანვინგის" წილის მფლობელია, ოფიციალურად აცხადებს, რომ საფრანგეთში მომხდარი ავიაკატასტროფა უბედური შემთხვევაა და სხვა ვერსიები უბრალოდ სპეკულაციაა.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვჯერა, რომ ეს უბედური შემთხვევაა. ჯერჯერობით კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობთ. ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით არსებული ყველა ვერსია, უბრალოდ სპეკულაციაა“ - განაცხადა კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა.
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის, კოლუმბიის, მექსიკის, ბელგიისა და მაროკოს მოქალაქეები. ავიაკატასტროფას ცნობილი საოპერო მომღერლები, მარი რანდერი და ოლეგ ბრიჟაკიც ემსხვერპლნენ. მაშველებმა, კატასტროფის ადგილზე ვერტმფრენით მიაღწიეს, თუმცა გადარჩენილ მგზავრებს ვერ მიაგნეს. ყველა მათგანი დაიღუპა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






