საფრნაგეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ესპანეთის ვიცე-პრემიერმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ბორტზე, 45 ესპანური გვარის მქონე ადამიანი იმყოფებოდა. მისივე თქმით, იმედოვნებს ავიაკომპანია მგზავრების შესახებ ინფორმაციას მალე გაასაჯაროებს, რაც მათი ეროვნების დადგენაში დაეხმარებათ. ავიაკატასტროფის გამოძიებაში ესპანელი ექსპერტებიც არიან ჩართულები.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა გუშინ განიცადა.
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეა. დაღუპულთა შორის არიან თურქეთის, კოლუმბიის, მექსიკის, ბელგიისა და მაროკოს მოქალაქეები. ავიაკატასტროფას ცნობილი საოპერო მომღერლები, მარი რანდერი და ოლეგ ბრიჟაკიც ემსხვერპლნენ. მაშველებმა, კატასტროფის ადგილზე ვერტმფრენით მიაღწიეს, თუმცა გადარჩენილ მგზავრებს ვერ მიაგნეს. ავიაკატასტროფის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






