შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. მხარეებმა განიხილეს და დადებითად შეაფასეს, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განვითრების მიზნით, INL-ის პროგრამის დაფინანსებითა და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მხარდაჭერით ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტები და განსაზღვრეს მომავალი თანამშრომლობის პრიორიტეტები.
2013-2014 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართლდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ატაშეს ხელშეწყობით, ჩატარდა და ორგანიზება გაუკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიებას, შეხვედრას და ტრენინგს, როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. გარდა ამისა, INL-ის პროგრამის ფარგლებში, დეპარტამენტს გრანტის სახით გადაეცა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკური აღჭურვილობა. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის განმტკიცების სურვილი გამოთქვეს.
მასალის გამოყენების პირობები






