მარსელის პროკურატურამ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის Airbus A32-ის ჩამოვარდნის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გარდა ამისა, თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია „ეარბუსმა“ პირადი გამოძიების ჩატარების სურვილი გამოთქვა.
„ვაგროვებთ ყველანაირ ისტორიას თვითმფრინავზე. გამოძიებას აუცილებლად ჩავატარებთ“- განაცხადეს „ეარბუსში“ , თუმცა დეტალური კომენტარისგან თავი შეიკავეს.
შეგახსენებთ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა რამდენიმე საათის წინ განიცადა.
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა. მათი უმრავლესობა გერმანიისა და ესპანეთის მოქალაქეა. მაშველებმა , კატასტროფის ადგილზე ვერტმფრენით მიაღწიეს, თუმცა გადარჩენილ მგზავრებს ვერ მიაგნეს. სავარაუდოდ, ყველა მათგანი დაიღუპა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






