20 წლის ინდოელმა გოგონამ მოძალადე მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში თმებით მიათრია.
ინციდენტი, მუმბაის სადგურზე, ვილე პარლეს გარეუბანში მოხდა.
გოგონას თქმით, მას მთვრალი მამაკაცი დაესხა თავს და მასზე სექსუალურ ძალადობას სცდილობდა. იქვე მყოფ ხალხს კი მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებია.
„როდესაც მთვრალი მამაკაცი თავს დამესხა, გაქცევა ვცადე, მაგრამ დამიჭირა. რამდენიმე წამის განმავლობაში შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. შემდეგ ძალა მოვიკრიბე და ჩანთა ჩავარტყი. ცდილობდა ჩემთვის დაერტყა, მაგრამ რადგან მთვრალი იყო, მისგან თავის დაღწევა მოვახერხე, თმებში ვწვდი და პოლიციაში წავათრიე“- განაცხადა გოგონამ.
მისი თქმით, მამაკაცის „თმებით თრევა“ ძალიან გაუჭირდა, მაგრამ იმის შიშით, რომ თავს დაესხმეობდა, ხელს არ უშვებდა და საბოლოოდ რკინიგზის პოლიციას ჩააბარა.
პოლიციის განცხადებით, 25 წლის თავდამსხმელი ნარკომანი აღმოჩნდა, რომელიც თავდასხმის დროს ნამდვილად ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






