საფრანგეთის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა შორის 42 ესპანელია
მსოფლიო - 16:31, 24 Mar, 2015     2920

საფრანგეთში, გერმანული კომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, გარდაცვლილი 142 მგზავრიდან 42 ესპანეთის მოქალაქეა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
გავრცელებული მომხდარის გამო, ესპანეთის მეფე და დედოფალი ელისეის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან ჩავიდნენ.

ავიაკატასტროფას, „ჯერმანვინგის“ თვითმფრინავის მფლობელი ავიაკომპანია "ლუფთჰანზა" ეხმაურება.

"ჩვენ ჯერ არ ვიცით რა მოუვიდა ნომერ 4U 9525 ფრენას. ვუსამძიმრებთ მგზავრების და ეკიპაჟის წევრების ოჯახებს. თუ ეს ამბავი დადასტურდა, ეს იქნება "ლუფთჰანზას" ისტორიაში ყველაზე მძიმე დღე. ვიმედოვნებთ, რომ გადარჩენილების პოვნას შეძლებენ", - წერს "ლუფთჰანზას" წარმომადგენელი სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სავარაუდოდ ყველა მგზავრი დაიუპა. მგზავრთა უმრავლესობა გერმანიის მოქალაქეა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავს პრობლემები აფრენიდან რამდენიმე წუთში დაეწყო. ჩამოვარდნამდე, რამდენიმე წუთით ადრე პილოტები განგაშის სიგნალს იძლეოდნენ.

მაშველები თვითმფრინავს ამ დრომდე ეძებენ. თუმცა, ფაქტობრივად გზის არარსებობის გამო, კატასტროფის ადგილამდე მიღწევას ვერ ახერხებენ.

ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42