საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ძირითადად გერმანიის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
მომხდარი ავიაკატასრტოფის შედეგად, სავარაუდოდ ყველა მგზავრი დაიღუპა.
ამის შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. მისივე თქმით, ტრაგედიაზე სასაუბროდ, გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან და ესპანეთის მეფესთან სატელეფონო საუბარს გამართავს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მანუელ ვალსი კი აცხადებს, კატასტროფის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.
ცოტა ხნის წინ, საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში ავიაკომპანია "ჯერმანვინგის" კუთვნილმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.
თვითმფრინავი, Airbus A320, რომელიც ბარსელონადან დიუსელდორფის მიმართულებით მიფრინავდა, ზემო პროვანსის ალპების ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
ბორტზე 142 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.
მაშველები თვითმფრინავს ამ დრომდე ეძებენ.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






