ნემცოვის საქმეზე საეჭვო წერილების ექსპერტიზა დაიწყო
მსოფლიო - 12:33, 24 Mar, 2015     1215

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაში ლინგვისტური ექსპერტები ჩაერთნენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ, იღებდა თუ არა ნემცოვი მუქარის წერილებს. ექსპერტები ნემცოვის ელექტრონულ ფოსტას სწავლობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას, „კომერსანტი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლიც ინფორმაციითაც ბორის ნემცოვს საკმაოდ ვრცელი ელექტრონული მიმოწერა აღმოაჩნდა, ამიტომაც მათ გაშიფვრასა და საეჭვო წერილების პოვნას დიდი დრო დასჭირდა. წყაროს ცნობით, გარდაცვალებამდე ოპოზიციონერს მუქარის წერილი არ მიუღია, თუმცა რამდენიმე წერილი, რომელიც ნემცოვის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმეს ეხება, ზედმეტად ემოციურია.

„ნემცოვისთვის, ფსევდონიმით გაგზავნილი რამდენიმე წერილი ძლიერ ემოციურ ხასიათს ატარებს და ხშირად ზომიერების ფარგლებს სცდება“ - ნათქვამია სტატიაში.

ვინაიდან, კორესპოდენციაში პირდაპირი მუქარა არ აღმოჩნდა, ექსპერტები ტექსტების გაშიფვრაზე მუშაობენ.

სტატიის ავტორის თქმით, ლინგვისტური ექსპერტიზის დანიშვნა, ნემცოვის მკვლელობის პირველ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს და შესაძლოა, გამოძიება სხვა ვერსიაზეც მუშაობს.

მთავარი ვერსიის მიხედვით, ბორის ნემცოვი ანტიმუსლიმური შეხედულებების გამო, ჩეჩენმა ზაურ დადაევმა თანამზრახველებთან ერთად მოკლა.

„არცერთი ეჭვმიტანილთან ნემცოვის მიმოწერა არ ფიქსირდება. უფრო მეტიც, მათმა უმრავლესობამ პოლიტიკოსის არსებობის შესახებაც კი არაფერი იცოდია და ყველაზე მთავარი, დაკავებულების ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი ჩეჩნებისგან რელიგიური ფანატი არცერთი არ არის - ისინი ახალგაზრდა, თანამედროვე ჩეჩნები არიან, სამ მათგანს მოსკოველი მეგობარი გოგონები ჰყავს“ - აღნიშნავს ავტორი.

წყაროს თანახმად, გამოძიება ვარაუდობს, რომ ბრალდებულებმა დანაშაული არა რელიგიური მოტივით, არამედ ანონიმური დამკვეთის მიერ გაცემული ბრძანების შესაბამისად ჩაიდინეს. მათთვის შესაძლო ორგანიზატორის ვინაობაც ცნობილია, რომელიც ვინმე რუსლიკია. დაკავებულები, დამკვეთს საერთოდ არ იცნობდნენ, რადგან დაკვეთა რამდენიმე შუამავლის მეშვობით განხორციელდა და მათ 5 მლნ რუბლის გადახდას დაჰპირდნენ.

ბორის ნემცოვის ოჯახის ინეტერესების დამცველი, ადვოკატი ვადიმ პროხოროვი აცხადებს, რომ ლინგვისტური და სხვა სახის ექსპერტიზის დანიშვნა, სხვა რაფერია თუ არა „აქსიომა ობიექტური გამოძიების“. ადვოკატის თქმით, თუკი გამოძიებას ნამდვილად სურს „ზუსტი სურათის მიღება“, აუცილებელია ის თავდასხმები გამოიძიოს, რომელიც ნემცოვზე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პოროხოვის განცხადებით, 2009 წელს, სოჭის მერის არჩევნებზე, ნემცოვს სახეში ამიაკიც შეასხეს. 2014 წლის ივლისში კი „ფეისბუკზე“ მუქარის წერილი მიიღო, რომელშიც ჩაქუჩით თავის გატეხვით დაემუქრნენ. მუქარა, ვინმე დიმიტრი ფილიპოვის ექაუნთიდან იყო გაგზავნილი. ოპოზიციონერმა ეს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მის პოზიციას დაუკავშირა. მუქარასთან დაკავშირებით, ნემცოვმა პროკურატურასაც მიმართა, თუმცა მის განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42