აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რეზოლუცია დაამტკიცა, რომლითაც პრეზიდენტ ობამას უკრაინისთვის ლეტალური იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.
დოკუმენტს მხარი 348 დეპუტატმა დაუჭირა, 48 კი წინააღმდეგ გამოვიდა.
„წარმომადგენელთა პალატა ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავს უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად სამხედრო დახმარების გაგზავნასთან დაკავშირებით. ამ ქმედებიბს გარეშე, რუსული აგრესია უპასუხოდ დარჩება“ - ნათქვამია ქვედა პალატის სპიკერის, ჯონ ბეინერის განცხადებაში.
სენატის წარმომადგენლებმა, უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემასთან დაკავშირებით, ობამას რამდენჯერმე მიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით, მინსკის ხელშეკრულების შესრულებით უნდა მოგვარდეს, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს და გადაწყვეტილება ჯერ არ მღებულა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






