558 ძველი კადრი პროკურატურაში - რა ხდება საგამოძიებო უწყებაში
სამართალი - 19:22, 23 Mar, 2015     1994
არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ მიმართა საქართველოს პროკურატურას და მოითხოვა შემდეგი საჯარო ინფორმაციის მოწოდება: 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პროკურატურაში შესული იმ განცხადებების რაოდენობა, რომლებიც წარსულში სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას უკავშირდებოდნენ ან რომლებიც ქონების უკანონოდ ჩამორთმევის საკითხებს შეეხებოდა.ასევე პროკურატურისგან ორგანიზაციამ გამოითხოვა ინფორმაცია იმ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე დასაქმებულნი იყვნენ საქართველოს პროკურატურაში და დღესაც აგრძელებენ აღნიშნულ უწყებაში მუშაობას. IDFI-ი შეეცადა გაერკვია ფიქსირდებოდა თუ არა შემთხვევები, როდესაც განცხადების განხილვა ხდებოდა იმ პროკურორის მიერ, რომლის მიმართ საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას ითხოვდა განმცხადებელი.

„საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან 2015 წლის იანვრამდე საქართველოს პრკურატურაში სულ შევიდა 52 530 საჩივარი/განცხადება, რომლებიც საჯარო მოხელეთა მხრიდან მოქალაქეთა წინააღმდეგ განხორცილებულ უკანონო ქმედებებს შეეხებოდა, აქედან 10 379 განცხადების შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყება. მითითებული 10 379 განცხადებიდან კი 3495 შეეხებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა და სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს, 697 ქონების უკანონოდ ჩამორთმევის ფაქტებს ხოლო 6187 მიეკუთვნებოდა სხვა კატეგორიას.

ამასთან მიღებული ინფორმაციის თანახმად დადგინდა, რომ დღეის მდოგმარეობით პროკურატურის სისტემაში დასაქმებულია 814 საჯარო მოხელე, საიდანაც 558 თანამდებობაზე დაინიშნა 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო 256 კი შემდგომ პერიოდში. მოცემული 558 საჯარო მოხელიდან 319–ს პროკურორის პოზიცია უკავია/ეკავა.

2012 წლის ოქტომბრამდე ჩადენილი დანაშულისთვის დევნა დაიწყო 367 სჯარო მოხელის წინააღმდეგ. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 147 პირის მიმართ, გამამართლებელი 29 პირის მიმართ, 13 პირი განერიდა სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას დანარჩენ შემთხვევებთან დაკავშირებით კი საქმის წარმოება გრძელდება.

ვფიქრობთ, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე სხვა დაინტერესებულ პირთა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და ინფორმირებულობა. აღნიშნული უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის პროცესის მიმართ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42