თუ ახალი პოლიტიკური ინტელექტი არ გამოჩნდა, პარტიული კრიზისი სახელმწიფო კრიზისად გადაიქცევა - ფირალიშვილი
პოზიცია - 18:25, 23 Mar, 2015     3254
,,მხოლო იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვინდა ისეთი საქართველო, როგორსაც ნაციონალები აშენებდნენ, უკვე აღარ არის საკმარისი, შენ საზოგადოებას კონკრეტულად უნდა შესთავაზო, საით მიგყავს ქვეყანა. ხელისუფლება სტრატეგიას „კარგად მალავს“, არ იგრძნობა ამ სტრატეგიის არსებობა".

მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და რაში უნდა ინახოს ვითარებიდან გამოსავალი -,,ნიუპოსტი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.


_გარდა გარემო პირობებისა, არის სერიოზული შიდა პრობლემები, რომელმაც ამ კრიზისს სივრცე გაუხსნა, ეს არის ეკონომიკური პროცესების შენელებული ტემპი, ეკონომიკური იდეების სიღარიბე, ზოგადად სახელმწიფოებრივი კონცეფცია, რაღაც ამორფული და გამოუკრისტალებელი სახისაა და ამოიწურება სულ რაღაც 3 ფრაზით, რომელთა ქმედითობა დღეს ნულზეა დასული. მხოლო იმის თქმა, რომ ჩვენ არ გვინდა ისეთი საქართველო როგორსაც ნაციონალები აშენებდნენ, უკვე აღარ არის საკმარისი, შენ საზოგადოებას კონკრეტულად უნდა შესთავაზო, თუ რის გაკეთებას აპირებ და საით მიგყავს ქვეყანა. ეს ირიბად ეკონომიკურ პროცესებსაც ურტყამს. ბიზნესი უნდა გრძნობდეს ხელისუფლებიდან წამოსულ ენერგიას, რასაც ამჟამად ვერ გრძნობს. ყოველივე ამას ემატება აგდებული დამოკიდებულება ლარის მიმართ, ეროვნული ვალუტის ფსიქოლოგიურ გაუფასურებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ზოგიერთ მოხელეს სულ უბრალოდ შეეძლო ათი ათასობით პრემიიის აღება, იმ ფონზე როცა ქვეყანაში უკიდურესი გაჭირვების ქვეშ უამრავი ადამიანი ცხოვრობს და პენსიის რაოდენობა რასაც წარმოადგენს მოგეხსენებათ.

_ბატონო ზაზა, როგორ ფიქრობთ, აქვს კი მთავრობას არსებული ვითარებიდან გამოსავლის რაიმე კონკრეტული სტრატეგია ან გეგმა?

_შეიძლება სადმე რაიმე სტრატეგია არ არსებობს, მაგრამ მე ვერ ვხედავ ამ სტრატეგიას, თუკი ნაციონალურ მოძრაობას ახასიათებდა სტრატეგიების სიჭარბე და მათი სტრატეგიები ხშირად ინფანტილურ ხასიათსაც ატარებდა, რომელიც რეალურ ვითარებებზე შეჯახებისას საპნის ბუშტივით სკდებოდა, ახლა ვხედავთ, რომ ხელისუფლება სტრატეგიას „კარგად მალავს“, არ იგრძნობა ამ სტრატეგიის არსებობა.

_რას უნდა ველოდოთ ლართან დაკავშირებით და რამდენად მართებულია, მუდმივად გარე ფაქტორებზე საუბარი?

_ძნელი წარმოსადგენია, რომ მოცემულ სიტუაციაში ლარი ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს, შენელებულია ეკონომიკური პროცესები და ინვესტიციების შემოდინება, საერთაშორისო კონტექსტიც ისეთია, რომ ის არ უწყობს ხელს ლარის გამყარებას. სჯობს კვირიკაშვილივით გვითხრან სიმართლე, ვიდრე ზღაპრები მოიგონონ და ილუზიებში ამყოფონ ქვეყანა.

_მომატებული ფასები და შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა ხომ არ გამოიწვევს ხალხის სოციალურ ამბოხს? სადამდე შეიძლება მივიდეთ?

_ცვლილება არის ბუნებრივი პროცესი ნებისმიერ ქვეყანაში, როგორი ბუნებრივი პროცესიც იყო ის, რომ ნაციონალებმა ამოწურეს თავისი რესურსი და ჩიხში შეჰყავდათ ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ პირველი წლების განმავლობაში მათი წარმატებები თვალსაჩინო იყო, მეც კი, მათ მუდმივ ოპონენტს, იძულებულს მხდიდა, მეღიარებინა მათი წარმატებები. დრო გავიდა და ჩიხში შევიდნენ, ამოწურეს რესურსები. ყველა ადამიანს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას თავისი რესურსი აქვს. სამწუხაროა, რომ ქართულ ოცნებას რესურსების ამოწურვა ზედმეტად ადრე დაემჩნა. ცუდი ეს ვითარება იმითაა, რომ დღეს ქართულ პოლიტიკაში არ ჩანს ძალა, რომელიც შეძლებს ესტაფეტის აღებას, არ არის მზად არცერთი საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ძალა ამისთვის. ნაციონალურმა მოძრაობამ უნდობლობის ისეთ ხარისხს მიარწია, რომ უახლოეს მომავალში ამ მდგომარეობის გამოსწორება ძნელად წარმომიდგენია, მითუმეტეს, რომ ისინი არაფერს არ ცვლიან თავის ქცევის წესში და არც მეტყველებაში. მათ რომ კრიზისის დაძლევის პროგრამა გამოაქვეყნეს მასში აღმოაჩენთ, რომ ისინი აპირებენ ისევ იმის გამეორებას, რასაც 9 წლის განმავლობაში აკეთებდნენ და რამაც გამოიწვია მათ მიმართ აგრესია.

ცუდი ის არის, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კრიზისი შეიძლება იქცეს სახელმწიფო კრიზისად, თუ არ გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ინტელექტი, პოლიტიკური ძალები და წრეები, რომლებიც ახალ პარადიგმებს შემოგვთავაზებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42