დაზარალებული საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. თავდასხმის დროს ხაშურის ცენტრს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, რის გამოც მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვერ დააფიქსირა სათვალთვალო კამერამ, თუმცა მისი იდენტიფიცირება გვერდით მდებარე ობიექტის სათვალთვალო კამერიდან მოხდა, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში მუშაობდა.
შსს-მ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა: მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კ. რამდენიმე საათში თბილისში დააკავეს.
შეიარაღებული თავდასხმა მოხდა დაახლოებით ღამის პირველ საათზე თბილისშიც: დადიანის ქუჩა#5-ში მდებარე სადღეღამისო სუპერმარკეტში უცნობი პირები შეიჭრნენ, გამყიდველს დანის მუქარით დაახლოებით 200 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ.
წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელები მარკეტის გვერდით დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. დადიანის ქუჩაზე, თავდასხმის ადგილას გვიან ღამემდე მუშაობდნენ კრიმინალისტები.
მასალის გამოყენების პირობები






