შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა გაერო-ს კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
სამართალი - 17:15, 23 Mar, 2015     878
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა იაპონიის ქალაქ სენდაიში გაერთიანებული ერების კატასტროფების რისკების შემცირების რიგით მესამე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზვიად ქაწაშვილი იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს და ქალაქ იშიმომაკის მერს, დოქტორ ჰიროში კამეამას შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში არსებული გამოწვევები გაუზიარეს და მათი გადაჭრის გზები დასახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) გენერალურ მდივან ვლადიმერ კუვშინოვთან და ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო თავადაცვის დირექტორატის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა ICDO-ს აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებას, ტრენინგებსა და სემინარებში ქართული მხარის აქტიურ ჩართულობას, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის ჰუმანიტარული ტვირთის გადმოცემას.

ზვიად ქაწაშვილმა პლენარულ სხდომებში მონაწილეობის პარალელურად საქმიანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანელ, ბელორუს, ყაზახ, სომეხ, თურქ, ებრაელ, ლიტველ კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან. შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს, საქართველოს დელეგაციის წევრები გაერო-ს კატასტროფების რისკების შემცირების ოფისის დირექტორ ადამ ბოლოკოსს შეხვდნენ და გაერო-სა და მის წევრ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშომლობის საკითხები განიხილეს.



ლაშა ჯაფარიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42