უკრაინის ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შვილს, ვიქტორ იანუკოვიჩ უმცროსს, დღეს ყირიმში დაკრძალავენ.
ინფორმაციას უკრაინული პრესა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ინფორმაციით დაკრძალვის ცერემონიას ახლო ნათესავები და გარდაცვლილის მეგობრები დაესწრებიან.
რუსული მედიის ინფორმაციით, უმცროსი იანუკოვიჩის ცხედარი სპეცრეისით ნახევარკუნძლზე უკვე გადაასვენეს.
შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის გარდაცვალების ამბავი, პრესაში გუშინ გავრცელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ბაიკალის ტბაზე სპორტული ღონისძიებებისას მიკროავტობუსი ყინულის ქვეშ ჩავარდა. მიკროავტობუსში მყოფ უკრაინელ და რუს მოქალაქეებს შორის, ერთერთი უმცროსი იანუკოვიჩი იყო.
ექპსპრეზიდენტის შვილის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა უკრაინელმა დეპუტატმა, სესტორ შუფრიჩმა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო იანუკოვიჩის გარდაცვალების ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






