"პუტინთან დაკავშირებით ევროკავშირს ვაფრთხილებდით, თუმცა ბრიუსელში "ეძინათ" - კარლ ბილდტი
მსოფლიო - 15:09, 23 Mar, 2015     2792

შვედეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ის და და პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი, პუტინის გეგმების შესახემბ ევროკავშირს აფრთხილებდნენ, მაგრამ ბრიუსელში „ეძინათ.“

ამის შესახებ, კარლ ბიდტმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მაშინ, როდესაც უკრაინის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყეს, მე და რადოსლოვ სიკორსკიმ , ევროკავშირის გაფრთხილება ვცადეთ, თუმცა ბრიუსელში ეძინათ. ეს აშკარად დიდი შეცდომა იყო“- განაცხადა ბილდტმა.

შვედი დიპლომატის თქმით, პუტინის მომავალი გეგმა, ოკუპირებული ტერიტორიების ანკლავად გადაქცევაა.

„ვიქრობ, მისი შემდეგი ნაბიჯი ანკლავის შექმნა იქნება - „სახალხო რესპუბლიკები“ ხალხის გარეშე. პუტინი მათ სამხედრო გაძლიერებას შეეცდება“ - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, პუტინს სურდა, თვითგამოცხადებულ რეპუბლიკებს სამხედრო ოპერაციები საკუთარი ძალებით ჩაეტარებინა, რადგან რუსული რეგულარული არმიის გაგზავნის პოლიტიკური ფასი, ძალიან მაღალია.

ბილდტის განცხადებით, ამ ეტაპზე ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა შეინარჩუნოს და სხვადასხვა გზით უკრაინას მხარი დაუჭიროს.

„უკრაინამ უნდა გაიაროს რთული გზა და მას ჩვენი სოლიდარობა, მხარდაჭერა და თანაგრძნობა სჭირდება“- დასძინა მან.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42