პატიმრობაში მყოფი უკრაინელი პილოტი, ნადეჟდა სავჩენკო შიმშილობას იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუკი შინაპატიმრობაში გადაიყვანენ.
ამის შესახებ, საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის წარმომადგენელმა განაცხადა. კომისიის წევრებმა, სავჩენკო ციხეში მოინახულეს და განაცხადეს, რომ უკრაინელი პილოტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს, რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დასდეს ბრალი და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხივნით შიმშლობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგოამრეობის უკიდურესად დამძმების გამო, 5 მარტს შიმშლობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლ;ავ განაგრძო და დღემდე შიმშლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






