უკრაინელი დეპუტატი, სეტორ შუფრიჩი, ექსპრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის შვილის დაღუპვის ფაქტს ადასტურებს. ამის შესახებ დეპუტატი „ფეისბუკის“ გვერდზე წერს.
„ტრაგიკულად დაიღუპა ვიქტორ იანუკოვიჩ-უმცროსი. ის გარდაიცვალა ისე, როგორც ცხოვრობდა - მანქანის საჭესთან. შეუძლებელია, ის წვლილი არ აღვნიშნოთ, რაც უმცროსმა იანუკოვიჩმა უკრაინის საავტომობილო სპორტის სფეროში შეიტანა“- წერს დეპუტატი.
შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟის გარდაცვალების ამბავი, პრესაში გუშინ გავრცელდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, ბაიკალის ტბაზე სპორტული ღონისძიებებისას მიკროავტობუსი ყინულის ქვეშ ჩავარდა. მიკროავტობუსში მყოფ უკრაინელ და რუს მოქალაქეებს შორის, ერთერთი უმცროსი იანუკოვიჩი იყო.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო იანუკოვიჩის გარდაცვალების ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






