,,2015 წლის 7 თებერვალს ჩემი დაკავება ჩემთვის მოულოდნელი იყო. არაფერში ბრალი მე არ მიმიძღვის. ვარ უდანაშაულო და სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან არანაირი შეხება არ მაქვს“- ეს არის ამონარიდი გია სოსანაშვილის ჩვენებიდან, რომელიც ,,იმედის კვირამ“ ექსკლუზიურად მოიპოვა.
სოსანაშვილი ადასტურებს, რომ ვაზაგაშვილის მკვლელობამდე, 19 იანვარს სოფელში თავისი კუთვნილი ავტომანქანა ნივით იმყოფებოდა, თუმცა ამტკიცებს, რომ ყარაფილისაკენ მიმავალ გზაზე, ნაცნობები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მამია ჯანანაშვილი და კოტე ცოცხალაშვილი შეხვდნენ, რომლებიც სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდნენ და სწორედ მათთან ერთად დატოვა ყარაფილა. ყარაფილაში ჩასვლის მიზეზად კი ბიძაშვილთან, სოსო სოსანაშვილთან სტუმრობას ასახელებს.
,,ბიჭებმა გამოთქვეს სურვილი, რომ დაელიათ ყავა. შევთავაზე ჩემს ბიძაშვილთან სოსო სოსანაშვილთან წამოსვლა, სადაც ყავის დალევის საშუალება ექნბოდათ. ისინი პიკაპით უკან გამომყვნენ. მივედით სოსო სოსანაშვილის საცხოვრებელ სახლთან, რომლის მოპირდაპირედაც იყო ჩემი ნაცნობის მამუკა მელაძის დედის პანაშვიდი. გადავწყვიტე შევსულიყავი, პანაშვიდიდან გამოსვლისთანავე შევედი ჩემი ბიძაშვილის სოსო სოსანაშვილის სახლში, მაგრამ მისი მეუღლე სახლში არ აღმოჩნდა. მამია ჯანანაშვილი და კოტე ცოცხალაშვილი მე დავპტიჟე უკვე ჩემთან სახლში, სოფელ საკორინთლოში, სადაც ჩავდეით დაახლოებით საღამოს 9 საათისთვის, გავშალეთ სუფრა და დავიწყეთ ქეიფი. მათი წასვლის შემდეგ, მე დავწექი და დავიძინე“
სოსანაშვილის მტკიცებით, 20 იანვარს ის სოფელ ყარაფილაში საერთოდ არ ყოფილა, ავტომანქანის გაკეთებდამე მისნაცნობს, მამია ჯანანაშვილს დაურეკა და სასადილოში დაპატიჯა. ქალბატონი რომელიც ე.წ. ,,ჩალიჩას დუქანში“ სოსანაშვილს და ჯანანაშვილს ემსახურებოდა, გამოძიებას ამ დრომდე არ დაუკითხავს.
მამია ჯანანაშვილი, რომელიც სოსანაშვილის საქმის მთავარი მოწმეა, იგოეთის პოლიციიდან სოსანაშვილის დაკავებიდან ერთ კვირაში გაათავისუფლეს. მისი სახლიდან კი ხელყუმბარები ამოიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანანაშვილს 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.
,,ეს ერთ-ერთი დიდი მტკიცებულება, რომელიც არასასიამოვნოდ მოხვდა ალბათ სახელმწიფო ბრალდებას და ამიტომაც მოხდა მისი დაკავება“ - აცხადებს სოსანაშვილის ადვოკატი, რომელიც ჯანანაშვილს სოსანაშვილის ალიბად მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები






