საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად დაასრულა და გუნდი უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის იწყებს მზადებას. ევროპის ჩემპიონატის არცერთი მატჩი ნაკრებს ოპტიმალური შემადგენლობით არ ჩაუტარებია და ამის მიზეზი სწორედ 2015 წლის მთავარი სარაგბო მოვლენა - მსოფლიო თასისთვის მზადებაა.
მორაგბეებს წინ ელოდებათ თბილისის საერთაშორისო ტურნირი. თბილისში იტალიისა და ირლანდიის ,,ა“ ნაკრებები ჩამოვლენ, მათ შორის ურუგვაის ნაკრები. ამ გუნდებთან თამაშის შემდეგ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდება იმ 32-კაციანი შემადგენლობა, რომელიც ინგლისში გაემგზავრება, სადაც ქართველი მორაგბეები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით ეტაპს გაივლიან და კანადისა და იაპინიის ნაკრებებთან გამართავენ შეხვედრას.
ქართველმა მორგაგბეებმა გუშინ ევროპის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრის გასვლით მატჩში რუმინეთი 15:6 დაამარცხა.



მასალის გამოყენების პირობები






