“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი დღეს აქცენტს შეტევაზე გააკეთებს. “რეალის” მცველებს საკმაოდ რთული ამოცანის შესრულება მოუწევთ. მათ წინააღმდეგ დღეს ლუის სუარესი, ნეიმარი და ლიონელ მესი ითამაშებენ. “სამეფო კლუბის” მენტორმა, კარლო ანჩელოტიმაც აღნიშნა, რომ “ბარსელონა” კარგ ფორმაშია და არც ისე კარგ მდგომარეობაში მყოფ “რეალს” “ბლაუგრანელთა” შეჩერება გაუჭირდებათ, თუმცა იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ თავისი გუნდი კონტრშეტევების ხარჯზე მეტოქის კართან მწვავე იერიშებს მიიტანს. გარეტ ბეილი და კრიშტიანუ რონალდუ დღევანდელი შეხვედრისთვის 100%-ით მზად არიან, ამიტომაც “რეალის” მთავარი კოზირი დღეს ფლანგები იქნება.

“ელ კლასიკოს”, როგორც წესი, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე. ლონდონის “არსენლის” ლეგენდარული ფეხბურთელი, ტიერი ანრი თვლის, რომ დედამიწაზე “ელ კლასიკოზე” სანახაობრივი და კარგი მატჩი არ არსებობს. კატალონიელთა ცხრიანი, ლუის სუარესი კი აცხადებს, რომ “კლასიკო” ყველა სხვა მატჩისგან განსხვავებული და განსაკუთრებულია. ლუისის თქმით “ელ კლასიკოში” თამაში მისი ოცნება იყო.
დღევანდელ მატჩს ორივე გუნდი გარკვეული დანაკლისით შეხვდება. “ბარსელონას” ტომას ვერმაელენი და სერხიო ბუსკეცი ვერ დაეხმარებიან. ამ უკანასკნელმა ვარჯიში განაახლა, თუმცა სათამაშოდ მზად ჯერ კიდევ არ არის. “რეალს” ამ მხრივ მხოლოდ ხამეს როდრიგესი დააკლდება. კოლუმბიელ ჰავბეკს ტრავმა აწუხებს. კარლო ანჩელოტის გუნდის ძირითადში ხამესის ნაცვლად, სავარაუდოთ, ისკო ითამაშებს. ესპანელი ნახევარმცველი ტექნიკური და მოქნილია. მას კროოსთან ერთად მოედნის ცენტრში საკმაოდ კარგი ტანდემის ჩამოყალიბება შეუძლია. “ბარსელონას” საყრდენ ზონაში ბუსკეცის ადგილს ხავიერ მასკერანო დაიკავებს, ხოლო დაცვის ცენტში პიკეს მატიე შეეწყვილება. ზოგიერთი პრესა წერს, რომ დღეს ლუის ენრიკე თავისი გუნდის ნახევარდაცვის ცენტრში ივან რაკიტიჩის ნაცვლად ხავის დააყენებს. ხორვატმა ნახევარმცველმა “სიტისთან” გამართულ საპასუხო შეხვედრაში ბრწყინვალე პერფორმანსი აჩვენა. რაკიტიჩი თითქმის უშეცდომო იყო, თუმცა ლუის ენრიკემ ის მოედანზე შესაძლოა მეორე ტაიმში შემოიყვანოს.
“რეალის” შემტევ ხაზში კვლავინდებურად რონალდუ-ბენზემა-ბეილი მოგვევლინება, ხოლო ნახევარდაცვის ცენტრში ისკო-მოდრიჩი-კროოსი. ანჩელოტი აქცენტის გამახვილებას სისწრაფეზე აპირებს. მადრიდლები შეეცდებიან, რომ “ბარსელონას” პასების სერია სწრაფად ჩაშალონ და მეტოქ კონტრშეტევაზე წამოაგონ. მადრიდელთა დაცვის ხაზი უცვლელი იქნება. აღსანიშნავია, რომ “სამეფო კლუბის” მარცხენა მცვლეი, მარსელო საკმაოდ კარგ ფორმაში იყმოფება. ბრაზილიელი ფეხბურთელი შეტევებში ხშირად ერთვება და მეტოქეს თავისი კარგი ჩაწოდებით აწუხებს. მარჯვენა ფლანგს დანიელ კარვახალი ჩაიბარებს. ის “რეალის” ერთ-ერთი სუსტი წერტილია. საინტერესოა, შეძლებს თუ არა დანიელი უსწრაფესი და უზადო ტექნიკის მქონე ნეიმარის შეჩერებას?
“ელ კლასიკოს” საუკეთესო ბომბარდირი, ლიონელ მესი დღეს სრულ მზადყოფნაშია. ბოლო შეხვედრებში მესი თავის ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა წარმატებულ დრიბლინგებთან ერთად ზუსტ პასებსაც უმატა. რაც შეეხება რონალდუს, რაც პორტუგლიელი ვარკსვლავი ირინა შეიკს დაშორდა, მისი საქმე არც ისე კარგად მიდის. ბოლო 13 თამაშში მან 8 გოლის გატანა შეძლო. მესის კი იგივე რაოდენობის შეხვედრაში 14 გოლი და 9 ასისტი აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






