22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 23:36, 21 Mar, 2015     11758
ვერძი

დღეს შეიძლება აგიხდეთ ყველაზე სანუკვარი ოცნება. არ ღირს იმაზე ფიქრი კონკრეტულად თუ რომელი სურვილი აგისრულდებათ. შეიძლება ის რაც აგიხდებათ ეხლა არც კი გაგახსენდეთ, მაგრამ მაინც სასიამოვნო იქნება. უკეთესის მოლოდინით იცხოვრეთ და აუცილებლად აგიხდებათ.

კურო

ისწავლეთ იმის დაფასება რასაც ცხოვრება გასწავლით. ყოველმა დღემ შეიძლება რაღაც ახალი გასწავლოთ, მთავარია მოსმენა და დანახვა ისწავლოთ. დღვანდელი დღე შეიძლება დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდეს თქვენს ცხოვრებაში.

ტყუპი

ჩვენი მომავალი ყოველთვის ისეთია როგორსაც ჩვენ ვქმნით. ნუ შეეცდებით შეცვალოთ ქვეყანა თქვენს გარშემო, უმჯობესია საკუთარი თავი შეცვალოთ. იმუშავეთ საკუთარ თავზე, შეეცადეთ შეიცვალოთ, ეს ხელს შეგიწყობთ, რომ ცხოვრებაში მეტს მიაღწიოთ.

კირჩხიბი

დილიდან მზად იყავით კამათისთვის, რომლის ალბათობაც იზრდება შუა დღისით. დღის პირველ ნახევარში ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ. შეეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და პროვოკაციას არ წამოეგოთ, მოერიდეთ ზედმეტ განცდებს, საღამოსკენ არავის აღარ ემახსოვრება კონფლიქტის შესახებ. თუ დილიდან იმუშავებთ ისე როგორც საჭიროა საღამოსკენ სასიამოვნოდ დასვენებას შეძლებთ.

ლომი

დიდია ალბათობა , რომ დღევანდელი დღე გარკვეული დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. თუმცა უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად, (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი, მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს გარშემომყოფები თქვენს ძალისხმევას სათანადოდ დააფასებენ.

ქალწული

დღეს პროფესიული თვალსაზრისით ნებისყოფისა და პრინციპულობის მაქსიმალურ გამოვლენა მოგეთხოვებათ. პლანეტების არასასურველი გავლენის შედეგად, დიდია ალბათობა იმისა, რომ საქმიანმა პარტნიორებმა თქვენი გულუბრყვილობით ბოროტად ისარგებლონ და ერთობ საეჭვო გარიგებაშიც კი ჩაგითრიონ. ამიტომ მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინეთ, სანამ ახალ პროექტზე მუშაობას ან ბიზნეს-შემოთავაზებას დათანხმდებოდეთ.

სასწორი

დღეს თქვენში გამძაფრდება შემოქმედებითი პოტენციალი და პრობლემებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, რაც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან დაგეხმარებათ ღირსეული გამოსავლის პოვნაში. თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ პირად ურთიერთობებში დაუკვირვებელი ქმედებების ჩადენას. საყვარელი ადამიანის მისამართით, თუნდაც ხუმრობით ნათქვამმა კრიტიკამ, შესაძლოა თქვენი ურთიერთობა მოულოდნელად, მაგრამ ხანგრძლივი დროით დაძაბოს.

მორიელი

დღეს გაცილებით იოლად შეძლებთ წესების და მოვალეობების შესრულებას ვიდრე სხვა დროს. შეგიძლიათ ზოგიერთ ძველ თვისებას დაუბრუნდეთ, რომლებიც გეხმარებოდნენ თავის მართვაში და საჭირო გეგმით მოქმედებაში. დღეს აქტუალურია პროფესიული ფორმის შენარჩუნება. თქვენს საქციელში შეიმჩნევა ეკონომიურობა, რომელიც გამართლებულია ამ ეტაპზე. ნუ გაგაღიზიანებთ თუ თქვენს პატნიორს სამსახურში ან პირად ცხოვრებაში არ ესიამოვნება თქვენი ამგვარი საქციელი. თუმცა თუ გარკვევით აუხსნით მიზეზებს აუცილებლად დაიბრუნებთ ძველ იმიჯს

მშვილდოსანი

თანამოაზრეებთან და მეგობრებთან შეხვედრა ძალიან სასარგებლო იქნება მთელი დღის განმავლობაში. თუ თქვენ კონტაქტური და ინტერესიანი ადამიანი ხართ ბუნებით ახალი ნაცნობობა მრავალ სიურპრიზს გპირდებათ. საუბრისას შეეცადეთ ზოგად საკითხებზე გააკეთოთ აქცენტი, მოერიდეთ კონფლიქტური სიტუაციის შექმნას. გვიან საღამოსკენ შეამჩნევთ, რომ ინტერესი ახალი ნაცნობის მიმართ გაგინელდებათ.

თხის რქა

დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში სამსახურეობრივ მივლინებას გეგმავდით დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას, სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ, მომგებიან შეთანხმებას.

მერწყული

დღეს თავი უნდა შეიკავოთ ნებისმიერი სახის სარისკო გადაწყვეტილების მიღებისაგან. უმჯობესია დრო საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ. მოინახულეთ ის ადამიანები, ვისაც თქვენი თანადგომა და მეგობრული მხარდაჭერა სჭირდება, მათი გულწრფელი მადლიერება განწყობას აგიმაღლებთ და ბოლო პერიოდში შესუსტებულ საკუთარი თავის რწმენასაც გაგიმყარებთ.

თევზები

ბოლო პერიოდში ბევრი ემოცია დაგიგროვდათ გულში, შეიძლება ითქვას, საკმარისზე მეტიც კი. დროა გულახდილად ისაუბროთ ვინმესთან, ამით უდიდეს შვებას იგრძნობთ. დღეს ასევე შესაძლებლობა მოგეცემათ, გარშემომყოფები საკუთარი დამოუკიდებლობითა და ხასიათის სიმტკიცით გააოცოთ. მართალია თქვენი ნატურიდან გამომდინარე, როგორც წესი ძირითადად გუნდში მუშაობა გირჩევნიათ, მაგრამ მაგრამ დღეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გუნდურ თამაშს, საკუთარი ინდივიდუალიზმი უნდა დაუპირისპიროთ და წარმატების მისაღწევად დამოუკიდებლად იმოქმედოთ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42