პატიმრობაში მყოფი, უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მისი დის, ვერა სავჩენკოს განცხადებით, ის ქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ.
"ამბობენ, რომ ქალაქის საავადმყოფოში უნდა გადაიყვანენ გისოსებითა და შეიარაღებული გამცილებლის თანხლებით. კონკრეტულად, რომელ საავადმყოფოში უცნობია. ადვოკატები საავადმყოფოდ დადგენას ცდილობენ, რადგან ვიცოდეთ სად იქნება ჩემი და“ - წერს ვერა სავჩენკო სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 33 წლის უკრაინელი მფრინავი ქალი, ნადეჟდა სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
გაეროს, ევროკავშირის, აშშ-სა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნის მიუხედავად, ჯერჯერობით სავჩენკო კვლავ რუსეთის საპატიმროში იმყოფება.
2014 წლის 13 დეკემბერს, სავჩენკომ გათავისუფლების მოთხივნით შიმშლობა დაიწყო. ჯანმრთელობის მდგოამრეობის უკიდურესად დამძმების გამო, 5 მარტს შიმშლობა შეწყვიტა, თუმცა 10 დღის შემდეგ კვლ;ავ განაგრძო და დღემდე შიმშლობს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






