რუსეთში, მუსიკალური შოუს X- ფაქტორის ანალოგი „მთავარი სცენა“ მიმდინარეობს, რომლის ერთერთი გამორჩეული მონაწილე, ქართველი მომღერალი, 26 წლის ნოდარ რევიაა.
მეორე ტურის დასკვნით ნაწილში, კომპოზიტორ კონსტანტინე მელაძის გუნდში მყოფმა რევიამ, ქართული სიმღერა ჩოხაში გამოწყობილმა შეასრულა.
რევიას ემოციურმა შესრულებამ დარბაზში მყოფი მაყურებელი აატირა და ჟიურის წევრები ფეხზე დააყენა.
„მეცოდებიან ის რუსები, რომლებიც გამოდიან და სიმღერებს თავიანთ ენაზე არ ასრულებენ. რადგან, როცა სცენაზე ქართველი გამოდის და ასე მღერის , მაშინვე გასაგებია, როგორ უყვარს მას თავისი სამშობლო, ენა, კულტურა და ყველაფერი რაც მასთან აკავშირებს . აი, ასეთ ადამიანებს უნდა მივბაძოთ" - განაცხადა პროდიუსერმა და კომპოზიტორმა იგორ მატვიენკომ რევიას გამოსვლის შეფასებისას.
სამწუხაროდ, ნოდარ რევიამ შემდეგ ტურში გადასვლა ვერ შეძლო.
ნოდარ რევია ჟიურის წევრებმა და დარბაზში მყოფმა მაყურებლებმა ფეხზე წამომდგარებმა გააცილეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






