ბულგარეთის პრეზიდენტი, როსენ პლევნელიევი მოსკოვში, 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას არ აპირებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მოწვევაზე უარის თქმის მიზეზზე კომენატრი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის გამო, „გამარჯვების დღისადმი“ მიძღნილ ღონისძიებაზე მოსკოვში ჩასვლაზე უარი უარი ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დოლად ტუსკმა, გერმანიის კანცლერმა - ანგელა მერკელმა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კემერონმა, პოლონეთის,სლოვაკეთის, ლატვიისა და ლიტვის პრეზიდენტებმაც განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ღონისძიებაზე დასწრების თანხმობა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდ ლუკაშენკომ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადეს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






