შინაგან საქმეთა მინისტრი მესაზღვრეებს პროფესიულ დღეს ულოცავს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში წარმატებას უსურვებს.
ამის შესახებ ვახტანგ გომელაურის მისალოც წერილშია ნათქვამი.
„ბატონო მესაზღვრეებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და პირად ცხოვრებაში.
სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა – დაცული სახელმწიფო საზღვარი ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი საზღვრების ურყევობა კი დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენთაგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე!
მესაზღვრეებო, მადლობას გიხდით დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






