მამა-შვილი ოჯახის წევრების თვალწინ დააუთოვეს - ყაჩაღობა სამეგრელოში
სამართალი - 09:26, 21 Mar, 2015     3891
ზუგდიდის რაიონის, სოფელ ჩხორიაში თორდიების ოჯახში ყაჩაღობა მოხდა.
გვიან ღამით ოჯახში 5 შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისინი ოჯახს 40 ათას დოლარს და ძვირფასეულობას სთხოვდნენ. ოჯახმა მათ 2500 ლარი და 10 ათასი ლარის ღირებულობის ძვირფასეულობა გამოუტანა, თუმცა ისინი ამას არ დასჯერდნენ. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსი თემურ თორდია დააბეს და დააუთოვეს, ასევე უთოთი დამწვრობა მიაყენეს მის 22 წლის ბიჭს. ამ ყველაფერს კი ოჯახის დანარჩენ წევრებს აყურებინებდნენ. ფაქტს შეესწრო 82 წლის მოხუციც. ყაჩაღებმა ოჯახი მას შემდეგ დატოვეს, რაც თემურ თორდიას ტკივილისგან გული წაუვიდა.
როგორც ცნობილია, ოჯახს ორი მაღაზია აქვს. დღეს დილით ისინი თურქეთში საქონლის საყიდლად აპირებდნენ წასვლას. ამის შესახებ იცოდნენ თავდამსხმელებმა და სწორედ საქონლის შესაძენად გადანახულ თანხას სთხოვდნენ მათ. როგორც აღმოჩნდა ოჯახს ეს თანხა თან არ ჰქონდა. ადგილზე გვიანობამდე კრიმინალური პოლიცია მუშაობდა. რაც შეეხება თემურ თორდიას, ის მესამე ხარისხის დამწვრობით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42