Myfirstclasslife: ,,ივანიშვილს ისეთი სახლი აქვს ფილმებში ბოროტმოქმედებს რომ აქვთ ხოლმე“ - ახირებული მილიარდელები
მსოფლიო - 16:50, 20 Mar, 2015     3851

რას იზამდით მილიარდელი რომ იყოთ?

თავში ალბათ უამრავი ვერსია მოგდით. მოგზაურობა, იახტები, მდიდრული ვილები...

დელფინის ყიდვასა და ნობელის პრემიის ლაურიატებისთვის სპერმის ბანკის შექმნაზე, ალბათ არასოდეს გიფიქრიათ.

მას , ვისაც ბევრი ფული აქვს, როგორც ჩანს ფანტაზია არ ელევა.

გამოცემა, myfirstclasslife.com-მა ყველაზე ახირებული მილიარდელების სია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა.

ათეულში თქვენ ნახავთ ყველაზე უცნაურ ხარჯებს, რაც კი მილიარდელებს გაუღიათ.

ჯოსელინ უალდენშტეინი

უალდენშტეინი მდიდარი მილიარდელზე გათხოვების შემდეგ გახდა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ქმარი ღალატობდა და დაშორდა. ეს ყველაზე „მდიდარი ღალატი“ აღმოჩნდა მისთვის. უალდენშტეინმაერთ წელიწადში 600 000 დოლარი დახარჯა. ერთი შეხედვით, მილიარდერისთვის არც ისე დიდი თანხაა, თუმცა საქმე ის არის, რომ მან ეს ფული მხოლოდ სატელეფონო ხარჯებში, საკვებსა და ღვინოში გადაიხადა. რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას... ოპერაციებში გადახდილმა მილიონებმა ის კატას დაამსგავსა.

რობერტ კლარკ გრემი

მას შემდეგ, რაც რობერტ კლარკ გრემი გამდიდრდა, მან საკუთარი სპერმის ბანკი დააარსა. გადაწყვეტილების უნცაურობა იმაში მდგომარეობს, რომ სპერმის ბანკში საკუთარი ფლუიდების ჩაბარება მხოლოდ ნობელის პრემიის მფლობელებს შეუძლიათ.

ინგარ კამპარდი

ერთერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელ "იკეას" დამაარსებელი, ინგარ კამპარდის უცნაურობა იმაში გამოიხატება, რომ მას ფულის დახარჯვა არ უყვარს და თითქმის არასოდეს ხარჯავს.

კამპარდი, ისევ 1993 წელს წარმოებული მანქანით დადის და თვითმფრინავში პირველი კლასით არ მგზავრობს.

ბობ პარსონსი

მილიარდელი ბობ პარსონსი ცხოველების მიმართ სიყვარულით აშკარად არ გამოირჩევა. მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მისი ნადირობაა ასახული. პარსონი აფრიკაში უიშვიათეს ველურ სპილოებს ხოცავს.

სულთან ჰასანალ ბოლკია

სულთან ჰასანალ ბოლკის მფლობელობაში, ოქროს უნიტაზებიანი ბოინგია. გარდა ამისა, მისი ხარჯები მუდმივად მოოქროვილ საყოფაცხოვრებო ნივთებთანაა დაკავშრებული. სულთანმა მის ვაჟს ბრილიანტებით დაფარული Mercedes BenZ-ის მარკის მანქანა აჩუქა.

კლაივ პალმერი

პალმერის გატაცება დინოზავრებია. მან დინაზვრის კლონების შექმნა გადაწყიტა. თუმცა, იდეის განუხორციელებლობის შემდეგ, რობოტი დინოზავრების შექმნა და საკუთარი გოლფის მდელოზე განთავსება გადაწყვიტა. ამჟამად ის გეგმავს გემ "ტიტანიკის" ზუსტი ასლის შექმნას.

ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს ისეთი სახლი აქვს, როგორსაც ფილმებში ელოდებით, ბოროტმოქმედებს რომ აქვთ ხოლმე. ივანიშვილი მილიარდელი რუსეთში გახდა. მისი სახლის დიზაინი მთლიანად მინაშია გადაწყვეტილი. იმისათვის, რომ სახლისთვის უნიკალურობის ელფერი შეემატებინა, მილიარდელმა პატარა ზოოპარკი მოაწყო, რომელშიც პონგვინიც კი ცხოვრობს.

ლეონა ჰელმსლი

მილიარდელი იმდენად აუტანელ პიროვნებად თვლებოდა, მასთან ურთიერთობას მეგობრები და ოჯახის წევრებიც გაურბოდნენ. ამიტომ, გარდაცვალების შემდეგ, ანდერძის მიხედვით, 12 მილიონი დოლარი თავის ძაღლს დაუტოვა.

ჰოვარდ ჰიუზი

ჰიუზი თვითმფრინავების აშენებით გახდა მილიონერი. ერთხელ, თვითმფრინავის ტესტირებისას განცდილი კატასტროფის შემდგე, მას უცნაურობები დასჩემდა. ჰიუზი, საკუთარი კინოთეატრიდან არ გამოდიოდა. თვეების განმავლობაში შხაპის მიღებასა და ჭამაზე უარს აცხადებდა. მხოლოდ, შუაღამისას ტკბილეულსა და ქათამს ჭამდა.

რობერტ დარსტი

წლების განმავლობაში დარსტი ერთერთი უმსხვილესი უძრავი ქონების მფლობელი იყო ნიუ-იორკში. 1980 წელს მისი მეუღლე უკვალოდ გაუჩინარდა. გამომძიებლებმა მისი სხეული ვერ იპოვეს და საქმეც დაიხურა. 2000 წელს გამოძიება განახლდა, როდესაც რობერტის ერთ-ერთი მეგობარი მის სახლში მოკლული აღმოაჩინეს. არსებობდა უამრავი ნიშანი იმისა, რომ რობერტი სერიული მკვლელი იყო (კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა 2003 წელს). თუმცა დარსტმა უდიდესი ხარჯები გაწია, საუკეთესო ადვოკატების გუნდის დაიქარავა და ბრალდებებს თავი დააღწია.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42