უკრაინული მედია უკრაინის მთავრობაში მყოფ ქართველებზე სტატიას აქვეყნებს
მსოფლიო - 14:55, 20 Mar, 2015     12462

უკრაინული გამოცემა "კიევპოსტი" უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში ნათქვამია, მათი უმრავლესობა, 2004-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, საქართველოს ხელისუფლებაში მნიშვნელოვან თანამდებობას იკავებდნენ. სააკაშვილი ამჟამად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

ახლად დანიშნული პირები იმედოვნებენ, რომ უკრაინაში რეფორმებს ისეთივე წარმატებით განახორციელებენ, როგორც საქართველოში. ისინი ვარაუდობენ, რომ რეფორმები ნაკლებად რადიკალური და უფრო ხანგრძლივი იქნება.

სტატიაში საუბარია გია გეწაძეზე, რომელიც 2004 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, უკრაინაში იგივე პოსტზე დაინიშნა. საქართველოში მიღწეული სწრაფი შედეგების ფონზე, გეწაძე აცხადებს, რომ უკრაინაში გატარებული რეფორმები, საზოგადოებრივი კონტროლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, შესაძლოა უკეთესი იყოს. გეწაძეს სამი ქართველიც უერთდება, რომლების ოფიციალურ დანიშნვას ელოდებიან. ესენი არიან: შორის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ჯაბა ებანოიძე, საქართველოს სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი წიკლაური და აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ხატია შელია.

გამოცემის თქმით, რამდენიმე ქართველი უკვე სამი თვეა უკრაინის მთავრობაში მუშაობს. მათ შორის ეკა ზღულაძე, რომელიც შინაგან სამქეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დეკემბერში დაინიშნა და ახალი ინიციატივებით შეუდგა საქამიანობას.

ასევე, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებს და ფარმაცევტული პროდუქციის შესყიდვის შესახებ ახალი კანონმდებლობის მიღება სურს.

კიდევ ერთი ოფიციალური პირი, დავით საყვარელიძეა, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილედ დაინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველების დანიშვნას ბევრი მიესალმება, უკრაინის მემარჯვენე სექტორის ლიდერი, დიმიტრი იაროში აცხადებს, რომ „საინტერესოა, ნუთუ უკრაინაში ვერ იპოვეს ამ თანამდებობის ღირსი პირები?!“

აღნიშნულ ფაქტს, არც საქართველოს ახალი ხელისუფლება მიესალმება.

„საქართველოს პროკურატურამ, ყოფილ მაღალჩინოსნებზე - მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა“ - ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი, უკრაინაში გავრცელებულ პოპულარულ ანეგდოტზეც წერს და ამბობს, რომ როდესაც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენუკი მთავრობის სხდომას ხსნის და მინისტრებს ესალმება, საპასუხოდ „გამარჯობა გენაცვალე“ ესმის. ამ ხუმრობის მიზეზი კი ის არის, რომ ქართველები უკრაინის მთავრობაში უკრაინელების შემდეგ რაოდენობით რიგით მეორე ადგილას დგანან - აღნიშნავს ავტორი.


ხატია ლაღიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42