ახალი დეტალები სიღნაღში 27 წლის ქალის მკვლელობის საქმეზე
სამართალი - 14:43, 20 Mar, 2015     18203

სიღნაღის რაიონში 27 წლის ლალი ბალიაშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ლალი ბალიაშვილს ყოფილი მეუღლე დაემუქრა, რაზედაც ქალმა პოლიციას მიმართა, თუმცა მისი განცხადება არ დაიტოვეს. ამას სიღნაღის პოლიციის უფროსის მოადგილეს ბესო ფხოველიშვილს უკავშირებენ, რომელიც ლალის ყოფილი მეუღლის ძმაა. მოკლული ქალის ახლობლებს ეჭვი აქვთ, რომ ლალის მკვლელობაში ბრალდებულმა გიორგი გელაშვილმა შესაძლოა, თავი კი არ მოიკლა, არამედ მოკლეს.

მკვლელობა სოფელ ბოდბისხევში 19 მარტს მოხდა. შს სამინისტროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, 36 წლის გიორგი გელაშვილმა ლალი ბალიაშვილი მოკლა, რის შემდეგაც თავი ჩამოიხრჩო. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 108–ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. გამოძიებას შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, შსს–ს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ლალი ბალიაშვილი და გიორგი გელაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში სპეციალისტებად მუშაობდნენ.

ლალი ბალიაშვილი თითქმის 2 წელია მეუღლეს გაშორებულია. მისი ყოფილი მეუღლე ვასილ ფხოველიშვილი სიღნაღის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. განქორწინება ოფიციალურად გასული წლის აგვისტოში მოხდა, რის შემდეგაც ვასილ ფხოველიშვილს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდაც დაეკისრა.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრების თქმით, ბოლო პერიოდში ვასილ ფხოველიშვილი ლალის არაერთხელ დაემუქრა ანგარიშსწორებით, ასევე ბავშვის წართმევით, რის გამოც 2014 წლის დეკემბერში ლალი ბალიაშვილმა სიღნაღის პოლიციას მიმართა. რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა ქალის დასაცავად შემაკავებელი ორდერი მხოლოდ მას შემდეგ გამოწერეს, რაც ლალი ბალიშვილმა ადგილობრივი პოლიციის მხრიდან უმოქმედობაზე შსს–ს გენერალურ ინსპექციას მიმართა.

გარდაცვლილი ქალის მეგობრები იხსენებენ, რომ შემაკავებელი ორდერის გამოწერის შემდეგ ლალი ბალიაშვილზე ყოფილი მეუღლის მხრიდან ზეწოლა ცოტა ხანს შეწყდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქალმა მისი ყოფილი მეუღლის სახლიდან კუთვნილი ნივთების წაღება მოითხოვა, პრობლემები ისევ შეექმნა.

მას უცნობი პირები ტელეფონზე უკავშირდებოდნენ და ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, ერთ–ერთ ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომ ახალგაზრდა ქალი სამეგობროდ გაიცნობდა მამაკაცს და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი, რომლითაც ლალი ბალიაშვილი სარგებლობდა. ერთ–ერთი მეგობარი იხსენებს, რომ ამის გამო ლალი ბალიაშვილმა ნომერი შეცვალა და მუქარის ზარებზე პოლიციას მიმართა, სადაც განცხადება არ დაიტოვეს.


ვრცლად იხილეთ: კახეთის საინფორმაციო ცენტრი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42